x
image
ლადო_25
101 წლის მორბენალი რომელმაც მსოფლიო გააოცა

image2013 წლის 24 თებერვალს, კვირა დღეს ჰონკონგში მარათონი გაიმართა. ამ მარათონის სარბენი ბილიკის სიგრძე 10 კილომეტრი იყო, რომელიც მსოფლიოში უხუცესმა წარმოშობით ინდოელმა მორბენალმა - ფაუძჰა სინგჰმა 1 საათში 32 წუთში და 28 წამში დაფარა. ის 1 აპრილს გახდება 102 წლის. ფაუძჰა სინგჰი არის ინდური წარმოშობის ლონდონში მცხოვრები მოხუცი, რომლის ბიოგრაფიაში იწერება მრავალი გზის გამარჯვებები მარათონებში : "90 წელის და მეტი ასაკის" და "100 წლამდე" მოხუცების მარათონებში. ის 89 წლის იყო როცა მეუღლე გარდაეცვალა და იმ წელსვე მეუღლის საპატივცემულოდ მან 9 მსოფლიო მარათონში მიიღო მონაწილეობა. ასევე ის საპატიოდ მიწვეული იყო 2004 წლის ათენისა და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადებზე ჩირაღდნის ცეცხლის გადამტანად. ყოველ დღე ფაუძჰა მინიმუმ 15 კილომეტრს დარბის და ფორმას არ კარგავს. მას დიდი სურვილი ჰქონდა გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრილიყო, მაგრამ სამწუხაროდ მას არ აქვს თავისივე დაბადების მოწმობა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის საკუთარ ფორმას ისე უფრთხილდება, როგორც მშობლები პატარა ბავშვს.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




















0
157
3-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0