x
მეტი
  • 03.10.2024
  • სტატია:137407
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511374
რიანა და River Island-კოლექციის პრეზენტაცია ლონდონში
ცნობილმა მომღერალმა რიანამ დიზაინერობა გადაწყვიტა და მოდურ ბრენდ River Island-თან ერთად შექმნა კოლექცია, რომლის ჩვენებაც გაიმართა ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში. როგორც მომღერალმა განაცხადა ის გატაცებულია მოდით და ყოველთვის სურდა საკუთარი გემოვნებით შეკერილი ტანსაცმელი ჰქონოდა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ტანსაცმლის დიზაინით დაკავება.

image

River Island -თან ერთობლივი კოლექციის პრეზენტაცია გაიმართა ბრენდის ლონდონის მაღაზიაში Oxford Street-ზე, სადაც უამრავმა თაყვანისმცემელმა მოიყარა თავი. 25 წლის მომღერალი კმაყოფილებას ვერ მალავდა იმ ინტერესის გამო, რომელიც კოლექციამ გამოიწვია.

რიანამ კოლექციას მდიდრული, ყოველდღიური და მაცდუნებელი უწოდა, მოდელები განკუთვნილია განსხვავებული ფიგურის მქონე გოგონებისთვის, რომელთაც სურთ თავი კომფორტულად და მოდურად იგრძნონ. "თითოეული ნივთი ისეთი სახითაა წარმოდგენილი, როგორსაც თავად ჩავიცმევდი, ვიმედოვნებ, რომ თაყვანისმცემლები ენდობიან ჩემ გემოვნებას და კოლექცია მოწონებას დაიმსახურებს-განაცხადა მომღერალმა.


image

image

image

image

0
95
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0