სხვა არის თუ არა ჟურნალისტი ინფორმაციის მოპოვებისა და გამოქვეყნების რეალიზების ძირითადი ინსტუმენტი?! 2013, 6 მარტი, 12:43 საქართველოში სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია ქვეყნის ძირითადი კანონით - კონსტიტუციით, რომელიც მოიცავს აზრის, შეხედულების თავისუფლად გამოხატვის, გავრცელების, ასევე ინფორმაციის მოპოვებისა და გამოქვეყნების უფლებას. ჟურნალისტი ამ უფლებათა რეალიზების ძირითადი ინსტრუმენტია. მასმედიის ნებისმიერმა წარმომადგენელმა უნდა გაიცნობიეროს საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა - დაიცვას საზოგადოების უფლება იცოდეს სიმართლე. ჟურნალისტმა პატიოსნად და კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს პროფესიული მოვალეობანი. "ჟურნალისტური ეთიკის კოდექსი" შექმნილია ჟურნალისტთა ეთიკის ძირითადი პრინციპების დასაცავად. მას არ გააჩნია კანონის ძალა. ეს არის ის ძირითადი კოდექსი ჟურნალისტური ეთიკისა, რომელიც უნდა იქნეს ყველა იმ ჟურნალისტისათვის, რომელიც დაკავებულია ამ პროფესიით, მაგრამ ყველა როდი ასრულებს ამ წესს, რაც დღევანდელი რეალობიდანაც არის თვალსაჩინო.რამოდენიმეს გამოყოფაც კი შეოძლება მაგრამ აქ არ დავაკონკრეტებ თქვენც ნათლად ხედავთ თუ ვინ ასრულებს კოდექსის ძირითად მოთხოვნებს. ეს ფოტო კი არის პატივისცემით ყველა სიმართლისთვის მებრძოლ ჟურნალისტისათვის, რომლებიც მოკლეს და დაჭრეს ხალხისთვის სინამდვილის ჩვენების გამო! 13 4-ს მოსწონს
|