x
სრულყოფილი გოგონას ძიებაში
ერთხელ ერთ შუახნის კაცს მეგობარმა ჰკითხა, თუ რატომ არ ჰყავდა მეუღლე:

-ვერ გეტყვი...ალბათ მე მუდამ სრულყოფილ გოგონას ვეძებდი.-უპასუხა მეგობარს კაცმა.

-კარგი რა, დარწმუნებული ვარ ბევრჯერ შეხვედრიხარ ისეთ გოგონას რომელიც შენი ცოლობის ღირსი იყო.

-არა, მხოლოდ ერთხელ შევხვდი ასეთს, მხოლოდ ერთხელ და მაშინ მივხვდი რომ ის ნამდვილად კარგი ადამიანი იყო-ერთადერთი სრულყოფილი გოგონა რომელსაც ოდესმე შევხვედრილვარ.


-და რატომ არ დაქორწინდი მასზე?-იკითხა გაკვირვებულმა მეგობარმა

-სრულყოფილ მამაკაცს ეძებდა-უპასუხა მწარედ გაღიმებულმა კაცმა...image


1
111
4-ს მოსწონს
ავტორი:Dianka
Dianka
111
  
2013, 5 მარტი, 20:54
აამმმმ :)
0 1 1