x
image
SnowRider
დიდი ვაშლი - New York

imageყველაზე ცნობილი ქალაქი მთელ მსოფლიოში. მასზე ათასობით ფილმი და TV სერიალია გადაღებული. ამერიკის ხსენებაზე გვახსენდება "დიდი ვაშლი" - New York-ი.

New York-ის ცენტრში კუნძული მანჰეტენია. დღეს კუნძული სავსეა ცათამბჯენებით, მაგრამ 400 წლის წინინდიელების სოფელი იყო. პირველი ევროპელები რომლებიც ჩავიდნენ იყვნენ ჰოლანდიელები. 1626 წელს პიტერ მინუიტმა ინდიელებისგან კუნძული სულ რაღაც 24 დოლარად იყიდა და ააშენა რამდენიმე სახლი. მან დაარქვა NewAmsterdam-ი. 1664 წელს ბრიტანელებმა დაიპყრეს და New York-ი დაარქვეს. 300 წლის შემდეგ "დიდი ვაშლი" გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდი ქალაქი. გერმანიიდან, ირლანდიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან და ჩინეთიდან წამოსულმა ხალხმა ახალი ცხოვრება დაიწყეს.

თავისუფლების ქანდაკება იყო ფრანგების საჩუქარი რომელიც დგას თავისუფლების კუნძულზე. Empire State Building-ი არის ყველაზე ცნობილი ცათამბჯენი New York-ში. იგი აშენდა 1931 წელს და 40 წელი ყველაზე მაღალი შენობა იყო მთელ მსოფლიოში. მას 102 სართული აქვს და მზიან დღეს, შენობის ბოლო სართულიდან შეგიძლია 120 მეტრის რადიუსზე დაათვალიერო მანჰეტენი. მანჰეტენის ცენტრში მდებარეობს ცენტრალ პარკი რომელიც ვატიკანზე და მონაკოზე უფრო დიდია.












0
28
4-ს მოსწონს
ავტორი:SnowRider
SnowRider
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0