შოუბიზნესი სად დადიან სოფო ნიჟარაძე და საქართველოს პრეზიდენტი ერთად? 2013, 6 მარტი, 1:55 უკვე თვეებია საზოგადოების დიდი ნაწილი აქტიურად საუბრობს საქართველოს პრეზიდენტისა და სოფო ნიჟარაძის რომანზე, მეორენი კი ამ ყველაფერს ჭორებს მიაწერენ და მომღერალს თავგამოდებით იცავენ. გავრცელებული ჭორების მიხედვით პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ წყვილი დაოჯახებასაც გეგმავს. სოფოს დედა კი ქვეყნის პირველ პირს სიძედ მოიხსენიებსო. ერთი პერიოდი სოფო პრეზიდენტის სასახლეშიც ცხოვრობდაო. სოფო საკუთარ რჩეულზე არასდროს საუბრობს, თუმცა აღიარებს რომ შეყვარებულია. ის ერთ-ერთ ინტერვიუში გვიამბობს: "მე და ჩემი შეყვარებული ისეთ ადგილებში ვხვდებით ერთმანეთს, სადაც, ნაკლებად, რომ ვინმემ შეგვნიშნოს. ცნობისმოყვარე ადამიანებს ადვილად ვემალებით. ბევრი მომღერალი იმაზე მუშაობს, რომ რაც შეიძლება სკანდალური იყოს და ბევრი ილაპარაკოს პირად ცხოვრებაზე.ჩემთვის კი უკეთესია, ნაკლებად გავხდე საჭორაო თემა. ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, რომ ჩემზე ნაკლებად ილაპარაკონ. მე და ჩემი შეყვარებული არ დავდივართ ისეთ ადგილებში, სადაც პრესა და ტელევიზიაა. შეიძლება ასეთ ღონისძიებაზე ვიყოთ, მაგრამ ვერავინ შენიშნავს, რომ ჩვენს შორის რაიმე სიმპათია არსებობს". ამ ყველაფერმა გავრცელებული ჭორები უფრო გაამძაფრა. ჟურნალი "რეიტინგის" ერთ-ერთი ინფორმატორი ირწმუნება, რომ შარშან უგულავას ცოლმა ლელა კილაძემ დაბადების დღე ყვარელში გეგენავების სასტუმროში გადაიხადა. წვეულებაზე მთელი ქართული ბომონდი იმყოფებოდა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც სოფო ნიჟარაძე თეთრ კაბაში გამოწყობილი ახლდა.
5551 14-ს მოსწონს 5-ს არა
|