გურულს ეკითხებიან:
-როგორ ხარ ძამა?
- გლახათ ძამა, გლახათ, ისე უკან წევიდა ჩემი საქმე შავი კატა რომ დამინახავს სამჯერ იფურთხება
ექიმი გურულ პაციენტს სინჯავს და თავს იქნევს:
- რაღაც არ მომწონხართ!
- შენ ხომ მყავხარ დახატული რა… გაბრაზდა გურული!
ბოტანიკის გაკვეთილი გურიაში:
აბა, ბავშვებო, რა შედის ბოსტნეულში?
ბოსტნის კარები თუ ღიაა, მასწ., ძროხა, ღორი, თხაი და ყოლისფერი.