ერთხელ, ტვერსკოის ქუჩაზე ავტომობილით მგზავრობისას. სტალინმა მონასტრის კედელთან მიყრილი შეშა შენიშნა და ჩაიბუზღუნა: - რა უმსგავსობაა!.. ვერავინ გაბედა ეკითხა, თუ რას გულისხმობდა საბჭოთა ბელადი, ამიტომ, საბჭოთა მაღალჩინოსნებმა, ყოველ შემთხვევისთვის, რამდენიმე დღეში იმ ადგილიდან შეშაც მოაშორეს და მონასტერიც.