x
image
ხიზანიშვილი
წითელას ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა საშიშ ნიშნულს მიუახლოვდა

image- საქართველოში წითელას ვირუსზე აცრები იწყება. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო რაც დაავადების შემთხვევის მატება საშიშ ნიშნულს მიუახლოვდა. დაავადებულთა რაოდენობა ბოლო პერიოდში გაორმაგდა. 2012 წელს წითელათი დაავადების 31 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, წელს კი 2 თვის განმავლობაში, უკვე 67 ფაქტია აღრიცხული. ვირუსული ინფექციის ეს შტამი წელს 20 წელს ზემოთ ახალგაზრდებზე განსაკუთრებით ვრცელდება. დაავადებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონშია დაფიქსირებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადაწყვეტილებით, ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად, აცრები სავალდებულო იქნება 6 თვიდან 30 წლამდე, ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც კონტაქტი აქვს ვირუსის მატარებელთან.

0
338
11-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0