x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
საღეჭი რეზინისგან შექმნილი ხელოვნება
image


დღესდღეობით მსოფლიო განებივრებულია არაორდინალური ხელოვნების ნიმუშებით. ყოველდღიურად ცდილობენ ხელოვანები ახალი უჩვეულობებით გაგვაკვირვონ. მე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ერთ მხატვარზე და მის ქანდაკებებზე.

მხატვარი მაურისო სავინი 39 წლისაა. იგი ხშირად იყენებს უჩვეულო მასალას ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად. მან შექმნა ქანდაკებების სერია საღეჭი რეზინისგან, რომელიც გამოიფინა ლონდონის გალერეაში. ამ უჩვეულო და რთულ სამუშაოში მაურისიომ გამოიყენა ათასობით საღეჭი რეზინა, დაახლოებით 40 000 ევროდ ღირებული.

მისი წებოვანი სკულპტურები მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი. ისინი, ლონდონის გარდა, გამოფენილია ედინბურგში, ბერლინში, რომში და წარმატებით იყიდება კიდეც.


imageimageimageimage

მაურისიომ რომში განაცხადა: ''მიზეზი, რის გამოც ვიყენებ საღეჭ რეზინას, ის არის, რომ მე იგი მიმაჩნია მრავალმხრივ გამოყენებად მასალად. მიუხედავად იმისა, რომ იგი მეტად პოპულარულია მთელ მსოფლიოში, მას არ აქვს ასეთივე ადგილი ხელოვნებაშიც. მე მჯერა, რომ ჩემს სამუშაოში ამ მასალას აქვს თავისი გამომსახველობითი ღირსება. მე ვმუშაობ მასზე, როცა იგი თბილია და შესაძლებელია დანით მართვა ისე, როგორც ტრადიციული მასალების, მაგალითად თიხის. ამ სამუშაოში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სკულპტურის დაფიქსირებაა.''

imageimageimageimage

ხელოვნებათმცოდნე მარიო კოდონატომ თქვა, რომ მაურისოის ქანდაკებები ახალგაზრდობის არსის განსხეულებაა. მან დაწერა: ''მაურისოს სამუშაო მაგონებს ღეჭვის ვნებიან აქტს, აჯანყებული ნერწყვის სითბოს, იმ საიდუმლო სურნელს, რომელიც ვრცელდება პირიდან, როგორც დაპირებული და არშესრულებული კოცნა.''

imageimageimageimageimageimageimage

დამეთანხმებით, ალბათ, რომ მართლაც უჩვეულო და საინტერესო ნიმუშებია :)



1
27
2-ს მოსწონს
ავტორი:უბრალოდ გოგო
უბრალოდ გოგო
27
  
2013, 5 მარტი, 14:23
:D კარგი სტატიაა :)
0 1 1