სხვა მსოფლიოში ყველაზე პატარა დედა! 2013, 5 მარტი, 8:26 არის რა 83.82სმ-ის, ის მსოფლიოში ყველაზე პატარა დედაა-და ის აღიარებს რომ სიკვდილისთვისაც კი მზად იყო ოღონდ ბავშვი გაეჩინა.
![]() ![]() იშვიათმა დარღვევა-ძვლურმა დისპლაზიამ (სიტყვა დისპლაზია ლათინურიდან მოდის და ითარგმნება როგორც ''ცუდი განვითარება-ზრდა''ანუ როდესაც ძვლები სათანადოდ ვერ ვითარდება)კრისტიანი ჯუჯად აქცია, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მისი ზოგიერთი ძვალი იგივე ზომისაა რამხელაც მის ტოლა ''ნორმალურ'' ქალს უნდა ჰქონდეს. მისი პატარა ძვლების ვიწრო აგებულების გამო, ექიმებმა გააფრთხილეს კრისტიანი რომ ბავშვის ყოლა მის შემთხვევაში შეიძლება ფატალური ყოფილიყო. 20წლის კრისტიანი ამბობს:''გახდე დედა, ეს ყველა ქალისათვის საშიშია, მაგრამ ვიღაც ჩემსავით პატარასთვის, ეს კიდევ უფრო საშიში ხდება.ეს ისეთი რთული იყო...რადგანაც დაბალი ვარ, ექიმები შიშობდნენ რომ ჩანასახი ჩემს გულსა და ფილტვებს დააზიანებდა.'' ![]() ![]() ყოველწლიურად გაერთიანებულ სამეფოში 60 ბავშვი იბადება იგივე დაავადებით, ამათგან სამ% ნახევარზე მეტს მშობლები საშუალო სიმაღლის ყავთ. ამერიკაში ხალხის რეაქცია კრისტიანის ორსულობაზე, არც თუ კეთილ განწყობილი იყო, რამაც კრისტიანი საგონებელში ჩააგდო და დანებებასაც კი აპირებდა. ''როდესაც პირველად დავორსულდი, არც კი ვიცოდი გადავიტანდი ამას თუ ვერა.ორივე ჩემი მშობლები ნორმალური სიმაღლის არიან და ჩემს ოჯახში ჩემს გარდა პატარა არავინაა.ძალიან მნიშვნელოვანია ესე ადვილად არ დავნებდეთ როდესაც საქმეისეთ მნიშვნელოვანს ეხება როგორიცაა ბავშვის გაჩენა, ბავშვის გაჩენის გამო ბევრი გავრისკე, ვფოქრობ სხვებისთვის მაგალითი ვარ.''-ამბობს იგი. სამწუხაროდ, სიეტლში ექიმებმა პატარა კრისტენსაც იგივე დიაგნოზი დაუსვეს და დამტკიცდა რომ მას ძვლისებრი დისპლაზია დედიდან გამოყვა.კრისტიანი ამ ამბით გულგატეხილი იყო მაგრამ პირობა დადო თავის გოგოს დაეხმარებოდა რომ შეძლებისდაგვარად ნორმალურად ეცხოვრა. ეს ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელი-ძვლური დისპლაზია მრავალგვარ პრობლემას იწვევს ცხოვრებაში, ამასთან ერთად პატარა კირსტენი მგლის ხახით დაიბადა. ''მე ბევრი ვიტირე როდესაც გავიგე რომ ჩემ შვილსაც იგივე დაავადება ჭირდა..არ მინდოდა მასაც ის ყველაფერი გადაეტანა რაც მე გამოვიარე...''-ამბობს კრისტიანი. ''ჩვენ თვალი უნდა ვადევნოთ მის წონას, მსმენელობას, ფიზიკურ განვითარებას და ა.შ...მე ამაზე თანახმა ვარ და ვუყურებ მას და ვფიქრობ რომ ის ძალიან ლამაზია.'' ''რადგანაც მას მგლის ხახა აქვს, რაც ნიშნავს ხვრელს მის ცხვირსა და პირს შორის, იგი რძის დალევისას შეიძლება გაიგუდოს კიდეც.არის მომენტები როდესაც ის ცუდადაა და ვერც კი სუნთქავს, ამ დროს პანიკა გვეწყება.'' ''რა თქმა უნდა არაა სასიამოვნო ტირილის მოსმენა მაგრამ ჯობია ტირილს უსმენდე ვიდრე არაფერს.'' ''მინდა კირსტენს ბედნიერი, ნორმალური ცხოვრება ჰქონდეს, იმედი მაქვს ის ჩემზე 12-15სმ-ით მაღალი გაიზრდება, ამ შემთხვევაში ის სირბილსაც კი შეძლებს.'' კრისტიანი სხვა ჯუჯების მიმართ არც თუ კეთილგანწყობილი იყო და მათთან არ მეგობრობდა.მაგრამ ამჟამად, გახდა რა დედა ესეთი ბავშვისა, და აცნობიერებს თუ წინ რა ელოდება, ის აღიარებს რომ დროა დამოკიდებულება შეცვალოს მათ მიმართ. ''არ ვაპირებ მოვიტყუო, პატარა ადამიანებს ყოველთვის თავს ვარიდებდი, ვცდილობდი ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ეს ძალიან არასასიამოვნოა.''-ამბობს იგი. ''მე არასოდეს მქონია ურთიერთობა პატარა ადამიანებთან, არ დავმჯდარვარ და მათთან დიალოგიც კი არასდროს გამიმართავს, ეს არა კომფორტული შეგრძნებაა.სიმართლე რომ ვთქვათ მათთან რომ ვარ განსხვავებულად ვგრძნობ თავს...ვხვდები რომ ძალიან მინდა ნორმალური ვიყო.'' :( ''როდესაც შენ მხოლოდ 83სმ. სიგრძის ხარ ბავშვის მოვლა არც თუ ისე ადვილია.'' კრისტიანისთვის, დაწყებული ბავშვის ჭამიდან პამპერსის გამოცვლამდე, ეს ყველაფერი დიდი გამოწვევაა. ![]() ![]() გთავაზობთ ვიდეოს: P.S.ეს წყვილი ალბათ მართლა ბევრში უარყოფითს გამოიწვევს მაგრამ მე ვფიქრობ არავის არ აქვს სხვისი განსჯის უფლება და ყველას თავის ცხოვრება აქვს...ძალიან კარგია თუ ბედნიერები არიან, ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. :) 113 1-ს მოსწონს
|