x
image
K.P.
რას ეუბნებიან მაყურებელს კატოს როლის ახალი და ძველი შემსრულებლები?

imageსერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" ნინო გაჩეჩილაძემ დატოვა. მსახიობს უფრო მაღალი ხელფასი უნდოდა, რაზეც უარი მიიღო. მისი მტკიცებით, ქართველი მსახიობები რეკლამის გადაღებისას დღეში 200-300 დოლარს იღებენ. კატო ყველაზე პოპულარული სერიალის მთავარი გმირია და ჩემი ხელფასი დღეში მხოლოდ 200 ლარიაო. ნინოს წასვლამ სერიალიდან მის ფანებსა და გულშემატკივრებს გული დასწყვიტა.image "ფეისბუქზე" რამდენიმე გვერდი შეიქმნა სახელწოდებით: "დააბრუნეთ ნინო გაჩეჩილაძე სერიალ ჩემი ცოლის დაქალებში", ზოგი იმუქრება, რომ თუ ნინო არ დაბრუნდება სერიალს აღარასდროს უყურებს. თავად ნინო კი საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე წერს: "ჩემო საყვარელო მეგობრებო და ჩვენი სერიალის ერთგულო მაყურებელო! ვინაიდან ბევრი მეკითხება იმის შესახებ, თუ რატომ დავტოვე "ჩემი ცოლის დაქალები", იძულებული ვარ განვმარტო: მოგეხსენებათ მე ვარ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ახალი სპექტაკლის რეპეტიციები დამეწყო, image რაც ასევე დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს ჩემგან, პარალელურად ორივე საქმის კეთება საკმაოდ ძნელია, ამიტომ გადავწყვიტე ეს პერიოდი თეატრს დავუთმო და სერიალის მაყურებელს თავი აღარ მოვაბეზრო. დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ ყველას კატოს პერსონაჟის მიმართ გამოხატული სითბოსთვის და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა "ფორმულა კრეატივს" და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტზე ჩემთან ერთად იმუშავა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. ჩემს კოლეგებს კი წარმატებებს ვუსურვებ! სიყვარულით, ნინო".image

გაირკვა, რომ კატოს როლი სერიალში კვლავ დარჩება. მას მსახიობი ლელა მებურიშვილი შეასრულებს. ლელას ფანები ძალიან გახარებულები არიან, მაგრამ როგორც ჩანს ნინოს ფანებმა არ დაინდვეს "ახალი კატო". ლელა საკუთარი "ფეისბუქის" გვედზე წერს: image"საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ განსაზღვრა ის, რომ ნინო კი არ გააგდეს არამედ თავისით დატოვა ეს როლი, აქედან გამომდინარე დღემდე გონიათ, რომ ეს სპეციალურად მოხდა და უხეში სიტყვებით შემაფასეს... მე მესმის თქვენი, მაგრამ უნდა გაერკვეთ იმაში, რომ მან თვითონ დატოვა ეს როლი!!! იქნებ შეეშვათ ჩემზე არასასიამოვნო აზრების საჯაროდ გამოქვეყნებას". როგორც ამბობენ, სერიალში კიდევ რამდენიმე ახალ სახეს ვიხილავთ, რომელთა ვინაობასაც ჯერ არ გვიმხელენ. 9 მარტს "რუსთავი 2"-ის ეთერში ახალი სეზონი იწყება ახალი მსახიობებით. ვნახოთ როგორ შეასრულებს ლელა კატოს როლს...imageimage


2
383
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
383
  
2013, 6 მარტი, 15:29
dalian kargia mere ,lela ra cudi msaxiobia tuuuu ,lamazic aris da amavdroulad chkvianic.
2013, 5 მარტი, 3:28
არადა ლელა უფრო ლამაზია
0 1 2