პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, უკვე დიდი ხანია, რაც ნახატების შეგროვებითაა დაკავებული. იგი ჯერ კიდევ რუსეთში მოღვაწეობდა, როდესაც მსოფლიოს ცნობილი მხატვრების შედევრებში დიდ თანხებს ხარჯავდა. ბატონი ბიძინას ნახატების კოლექცია ერთ მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მისი საყვარელი მხატვარია პაბლო პიკასო. ასევე მის კოლექციაში ნახავათ ავსტრიელი ფერმწერის ეგონ შილეს, ანიშ კაპურის, როი ლიხტენშტეინის, დემიენ ჰერსტის და ჯეფ კუნსის ნახატებს. პრემიერ მინისტრს, როგორც მისი კოლექციიდან ჩანს, თანამედროვე და ავანგარდული მხატვრობა უფრო იტაცებს. ბატონ ბიძინას საყვარელ მხატვრებს შორის, ასევე მოიაზრება ბრიტანელი მხატვარი, ნატურალისტი ლუსიენ ფროიდი.
განსაკუთრებით დიდი თანხები აქვს დახარჯული ბიძინა ივანიშვილს ავსტრიელი მხატვრის ეგონ შილეს ნამუშევრებზე. ეგონ შილეს ნახატებში, აუქციონებზე ორმოცი მილიონი დოლარი აქვს დაახლოებით გადახდილი.
ახლა კი შემოგთავაზებთ ნახატებს, პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში არსებული კოლექციიდანა: