x
image
გაბილა
Harlem Shake-ის ისტორია + ვიდეოები
image


Internet meme-ს ფუნდამენტად იქცა იაპონელი ვიდეო–ბლოგერის ვიდეო, რომელიც ქსელში 2013 წლის 30 იანვარს გამოჩნდა, სადაც ის საკმაოდ ვიწრო ფართობში ცეკვავს ჰარლემის მუსიკაზე მეგობრებთან ერთად.თვითონ ბლოგერი ჩაცმულია ვარდისფერ ფორმაში, ხოლო მისი მეგობრები ძლევამოსილი რეინჯერის და უცხოპლანეტელის, დიქტატორის ფორმაში.


ვიდეო:



თუმცა ფაქტობრივად Harlem Shake-ის სიცოცხლე დაიწყო 2013 წლის 2 თებერვალს, როდესაც 5–მა ავსტრალიელმა მოზარდმა ქვინსლენდის შტატიდან: კორი უოლშმა, ჯიმ ჯეილმა, მეთ სტენონმა, ჯორჯ ვარნერმა და ოსკარ მიტჩელმა გადაიღეს ვიდეორგოლი.


მათი მტკიცებით ისინი არ გეგმავდნენ რაიმე სცენას.მათ უბრალოდ არ იცოდნენ რა ეკთებინათ, რადგან გარეთ მოსაწყენი ამინდი იყო გადაწყვიტეს ჩაეწერათ ვიდეო მთელი ამ დროის განმავლობაში. მეთმა გადაწყვიტ გააკეთოს Harlem Shake-ს ვიდეოს დაწყების პაროდია და დაიწყო ცეკვა, ხოლო სულ მალე მას შეურთდნენ დანარჩენი მეგობრებიც, რომლებიც უწესრიგოდ და მანიაკალურად ცეკვავდნენ.


სულ მცირე ხანში ინტერნეტში გაჩნდა ათასობით მსგავსი ვიდეო რგოლი, რომელიც ამავე იდეითაა შექმნილი. საკმაო პოპულარობა მოიპოვა ასევე ვიდეოებმა, რომელიც გადაიღეს ნორვეგიელმა ჯარისკაცებმა:


სამმა მეხანძრემ:

ოფისის თანამშრომლებმა, დალას მავერიქსის საკალათბურთო კლუბის წევრებმა და ჯორჯიის უნივერსიტეტის წყალქვეშა მოცურავეთა გუნდმა:



ვიდეო, რომელშიც ყველაზე მეტმა ადამიანმა მიიღ მონაწილეობა შეიქმნა ნიუ იორკში, თაიმს სკვერზე, თუმცა 17 თებერვალს დაიდო ვიდეო რომელშიც 1400ზე მეტმა კოლუმბიელმა უნივერსიტეტელმა მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ თვითონ ცეკვის სტილი არ არის ინოვაციური, არამედ იგი პირველად გაჩნდა ნიუ იორკის რაიონ ჰარლემში 1981 წელს. ეს არის ცეკვა რომელსაც გადმოცემით ასრულებდა ალკოჰოლიკი Al B (ელ ბი). ამიტომაც თავდაპირველად ცეკვას ცოტა სხვაგვარი სახელწოდება ჰქონდა albee.


ცეკვამ მოიპოვა პოპულარობა ქუჩის კალათბურთ Entertainer’s Basketball Classic-ის მეშვეობით მოიპოვა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება რაკერ პარკის სპორტულ მოედანზე.


მასობრივი პოპულარულობა ამერიკაში ცეკვამ მოიპოვა მას შემდეგ, რაც 2001 წელს გამოვიდა რეპერ G. Dep-ის ვიდეოკლიპი, სადაც იგი სხვა მოცეკვავეებთან ერთად ასრულებდა Harlem Shake-ს.


მაშინ ეს ცეკვა დაახლოებით ასე სრულდებოდა:


თვითონ ცეკვა კი წამოსულია ძველი ეთიოპიური ცეკვიდან სახელწოდებით ესკისტა. მართალია ჰარლემური შეიქ–ცეკვა და ახალ Internet meme-ს გააჩნია ერთი და იგივე სახელწოდება, თუმცა შინაარსობრივად ისინი სხვადასხვა რამეს წარმოადგენს.


ეს არის უკვე ამ თანამედროვე "შეიქ-შეიქის" ტრეკი:

3
22
2-ს მოსწონს
ავტორი:გაბილა
გაბილა
22
  
2013, 4 მარტი, 17:16
თუმცა სტატია ქრონოლოგიურად კარგად განავითარე,მომეოწნა:)))))))))))))
2013, 4 მარტი, 17:14
ზოგადად ეგრეა, ყველა ვიდეო "ვირუსი" იგივე ინტერნეტ მემი მაგაზეა აგებული, მარტივი, უაზრო, გასართობი უნდა იყოს მოკლედ რა ვიცი.. :))
2013, 4 მარტი, 14:20
ისეთივე განუვითარებელი და უაზროა როგორც განგამი
0 1 3