x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ვიგელანდის სკულპტურათა პარკი
ვიგელანდის სკულპტურათა პარკი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარკია ნორვეგიაში, რომელიც ქალაქ ოსლოში ფროგნერის უბანში მდებარეობს. იგი 1907-1942 წლებში ცნობილმა სკულპტორმა გუსტავ ვიგელანდმა შექმნა. თუმცა პარკის გახსნას ვეღარ მოესწრო.

ნორვეგიის რუკა
ადოლფ გუსტავ ვიგელანდი 1869 წელს, მანდალში, ხელოსნების ოჯახში დაიბადა. მოზარდობისას გუსტავი ოსლოში იქნა გაგზავნილი, რათა ხეზე კვეთა ესწავლა ადგილობრივ სასწავლებელში. მამის უეცარი გარდაცვალების გამო, გუსტავს უკან, მანდალში დაბრუნება მოუწია ოჯახის დასახმარებლად.

გუსტავ ვიგელანდი

იგი ოსლოში 1888 წელს დაბრუნდა, მტკიცედ დარწმუნებული, რომ პროფესიონალი მოქანდაკე უნდა გამხდარიყო. გუსტავ ვიგელანდმა, ცნობილი მოქანდაკის ბრინიულფ ბერგშლაინის ყურადღება მიიპყრო. იგი მხარს უჭერდა და დაოსტატებაში ეხმარებოდა გუსტავს. მომდევნო წელს მან თავისი პირველი ნამუშევარი გამოფინა " ჰაგარი და ისმაელი".


1891-1896 წლები გუსტავმა მოგზაურობას დაუთმო. გაეცნო დანიელი, ფრანგი, გერმანელი და იტალიელი ხელოვანების ნამუშევრებს, რამაც მოგვიანებით დიდი გავლენა იქონია თავად გუსტავ ვიგელანდის შემოქმედებაზე.

მან პირველი პერსონალური გამოფენა ნორვეგიაში 1894-1896 წლებში მოაწყო, რომელმაც კრიტიკოსების მიერ დიდი მოწონება და ქება-დიდება დაიმსახურა.

დღესდღეობით, გუსტავ ვიგელანდს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნორვეგიელ მოქანდაკეთა შორის, თავისი განსაკუთრებული და შეუდარებელი ნამუშევრების გამო. მის მთავარ შედევრად კი ვიგელანდის სკულპტურათა პარკი ითვლება.


პარკის ნამდვილი სახელია ფროგნერის პარკი, თუმცა ყველა როგორც ვიგელანდის პარკს ისე მოიხსენიებს. იგი გადაჭიმულია 45 ჰექტარზე და 227 სკულპტურისაგან შედგება, რომლებიც ბრინჯაოს, რკინისა და გრანიტისგან არის შექმნილი.

ვიგელანდის პარკი

ვიგელანდის უნიკალურ სკულპტურათა კომპლექსი შედგება მთავარი შესასვლელისგან, ხიდისგან, შადრევანისგან, “ცხოვრების ბორბალისგან”და მონოლითური პლატოსგან.

მთავარი შესასვლელიხიდი








შადრევანი

"ცხოვრების ბორბალი"












მონოლითი, რომელიც პარკის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, მთლიანად კაცობრიობას გამოხატავს. იგი 18 მეტრი სიმაღლისაა და ერთ ქვაში გამოკვეთილი 121 ადამიანის ფიგურისაგან შედგება. იგი ცხოვრების ციკლურობას ასახავს. პარკის მთავარი იდეა - “ადამიანის მოგზაურობა აკვნიდან დაკრძალვამდე”.
მონოლითური პლატო

მონოლითი

ვიგელანდის პარკი შესანიშნავი საპიკნიკე ადგილებითაც არის
ცნობილი, რომლებიც ზაფხულობით იდეალურია განტვირთვისა და დასვენებისთვის. აქ მრავლად ნახავთ ტურისტებს, ასევე ნორვეგიელ ახალგაზრდებსა თუ ხანშიშესულებს ბედნიერი სახეებით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მზიანი დარია(კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მზიანი დღეები საკმაოდ იშვიათია ნორვეგიაში).

ვიგელანდის პარკში

ვიგელანდის პარკი სიმბოლოებით, მრავლად არის დატვირთული. სკულპტურათა კომპლექსი ადამიანთა ცხოვრებისათვის დამახასიათებელ ემოციებს: სიხარულს, მწუხარებას, სიყვარულს, ერთგულებას და სხვ. გამოხატავს.
imageimage








image












image

ვიგელანდის პარკი მსოფლიოში უდიდესი სკულპტურული პარკია და
ნორვეგიის ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქცია. ამ პარკს ყოველწლიურად 2 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. ტურისტების უმრავლესობა მეზობელი სკანდინავიის ქვეყნებიდან ჩამოდის, თუმცა დიდია სხვა ევროპული თუ არაევროპული ქვეყნების ტურისტების რაოდენობაც. იგი ყოველდღე ღიაა და თანაც უფასოა დამთვალიერებლებისათვის.

ეს შეუდარებელი პარკი ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და აღფრთოვანებულს ტოვებს ყოველ მნახველს.






ავტორი: თამარ თოდუა


ლიტერატურა:


—http://www.bestourism.com/items/di/7367?title=Vigeland-Park&b=298
—http://en.wikipedia.org/wiki/Frogner_Park
—http://vigelandscupturepark.blogspot.com/
http://en.wikipedia.org/wiki/Gustav_Vigeland

—http://images.google.com/
პირადი ფოტომასალა





0
71
4-ს მოსწონს
ავტორი:თაკო თოდუა
თაკო თოდუა
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0