x
ენისმჭამელი
imageენისმჭამელი (ლათ: Cymothoa exigua) არის პარაზიტ მწერთა წარმომადგენელი, ის ენის მჭამელი ტილია. პარაზიტი თევზში აღწევს ლაყუჩების გავლით და შემდეგ მიემაგრება თევზის ენას. მდედრები ენაზე მაგრდებიან, ხოლო მამრები ლაყუჩების უფრო ლაყუჩებისკენ.
მდედრები სიგრძეში 8-29 მმ-ამდე არიან, ხოლო სიგანეში 4-14 მმ. მამრები ზოგადად დაახლოებით ორჯერ ნაკლები ზომისანი არიან. პარაზიტი ანადგურებს თევზის ენას და განადგურებულ ადგილას
თვითონ თავსდება და ხდება თევზის ახალი ენა.
image
ეს არსება ბრჭყალების მეშვეობით ენისგან იღებს სისხლს
და ფიტავს მას. ამის შემდეგ ის მიეკრობა თევზის ენას და მისი ნაწილი ხდება. თევზს შეუძლია ამ პარაზიტის ენასავით გამოყენება. ისე ჩანს თითქოს პარაზიტი სხვა არაფერით აზიანებს
თევზს. ეს ერთადერთი შემთხვევაა პარაზიტის მიერ ფუნქციების საკუთარ თავზე აღებისა მასპინძელ ორგანიზმში.

image
ეს არსება ფართოდაა გავრცელებული. ის გვხვდება კალიფორნიის
ყურიდან ეკვადორამდე. კოსტა-რიკაშიც აღმოაჩინეს.
ისინი არიან 2-60 მეტრ სიღრმის წყლებში. 2005 წელს ამ პარაზიტიანი თევზი აღმოაჩინეს გაერთიანებულ სამეფოში. აქამდე ამ პარაზიტებს ძირითადად კალიფორნიაში პოულობდნენ, მაგრამ ვინაიდან სხვაგანაც აღმოაჩინეს, გამოდის რომ შესაძლებელია მათი კიდევ უფრო გავრცელება.
image

ბევრი რამ არაა ცნობილი ამ არსების სიცოცხლის ციკლზე.
ისინი თევზის ორგანიზმში იზრდებიან და ყალიბდებიან დედალ და მამალ ენისმჭამელებად. თუ ორგანიზმში არ არის მდედრი წარმოდგენილი, მაშინ ერთ-ერთი მამრი, როდესაც 10 მმ-ს
მიაღწევს სიგრძეში გადაიქცევა მდედრად.

ითვლება რომ ეს არსებები არ არიან ადამიანებისათვის
საშიშნი, თუ რა თქმა უნდა ხელით შეხებისას არ გიკბენენ. პუერტო-რიკოში ამ პარაზიტთან დაკავშირებით სასამართლო პროცესიც წარიმართა მსხვილი სუპერმარკეტების ქსელის წინააღმდეგ. რადგან ამ პარაზიტიანი თევზები იყიდებოდა მსოფლიო მასშტაბით. რთული
საკითხია, რამდენად საზიანოა ეს პარაზიტი ადამიანისათვის, მაგრამ თუკი ვინმე მოიწამლება შესაძლებელია სასამართლო პროცესის აღძვრა.


სტატიის ავტორი:

დავით სიდამონიძე



გამოყენებული ლიტერატურა :


http://en.wikipedia.org/wiki/Cymothoa_exigua

1
60
1-ს მოსწონს
ავტორი:დავით-ს
დავით-ს
60
  
2018, 24 მარტი, 2:31
ეს საშინელება მეც ვიპოვე კეფალის გაწმენდისას 3 შემთხვევაში, გული გამისკდა....
0 1 1