სხვა როგორ მოვიშოროთ სტრიები 2013, 3 მარტი, 12:28 ![]() ქალბატონთა უმრავლესობას ფეხმძიმობის შემდეგ კანზე თეთრი ხაზები - სტრიები უჩნდება. სტრიები ძირითადად ჩნდება ფეხმძიმობის დროს კანის დაჭიმვისას მუცელზე, მკერდზე, თეძოებსა და დუნდულებზე. ![]() სახამებლის აბაზანა - 350-500 გრამი სახამებელი 5 ლიტრ წყალში გახსენით და გამზადებულ აბაზანაში ჩაასხით, წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 37 გრადუსს, აბაზანის მიღების ხანგრძლივობა კი - 20 წუთს. სტრია კანის გაწელვის შედეგად მიღებული ლაქაა და ის თავისთავად არ გაქრება. მანდილოსნების უმრავლესობა ამ პრობლემას ძალიან მტკივნეულად განიცდის. სტრიებთან საბრძოლველად გთავაზობთ კიდევ 1 გამოსავალს. ერთი ჭიქა შაქარი, ერთი ჭიქა მარილი და 1/2 ჭიქა ზეთი კარგად ავურიოთ ერთმანეთში. ნარევი დაზიანებულ კანზე წავისვით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და შეიზილეთ ტანის კრემით. ერთი თვის განმავლობაში პროცედურა ჩავიტაროთ ყოველდღე და შედეგს აუცილებლად დაინახავთ. თუმცა რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ ეს პროცედურა ისევ უნდა გაიმეოროთ და სტრიებს სამუდამოდ დაემშვიდობებით. გამოიყენეთ რჩევები და დაიბრუნეთ თქვენი სილამაზე, მთავარია არ გაჩერდეთ და ფარხმალი არ დაყაროთ. 2029 4-ს მოსწონს
|