სიახლეები ინდური "წარმოების" Bugatti Veyron–ი (ფოტოები) 2013, 2 მარტი, 20:36 ინდოეთში ძველ Suzuki Swift–ის (Maruti Esteem) ბაზაზე გააკეთეს Bugatti Veyron–ის ასლი. ამ წამოწყებას სათავეში ჩაუდგა კომპანია SF Carz. სედანი Maruti Esteem (Suzuki Swift), რომელიც აიღეს მომავალი Bugatti–ს შესაქმნელად, წარმოებულია ინდოეთში და იქ ღირს დაახლოებით 3000 დოლარი. სხვა იმპორტირებულ ავტომობილებთან შედარებით ასეთი დაბალი ფასის გამო იგი საკმაოდ პოპულარულია ამ ქვეყანაში. Bugatti Veyron–ის ასლი გამოვიდა ცოტა დაპრესილი, ბევრად პატარა გაბარიტებით ვიდრე ნამდვილი Veyron–ი. ძრავი დარჩა მშობლიური 1, 3 ლიტრი მოცულობის 85 ცხენის ძალით (ამავე დროს Bugatti–ზე დაყენებულია 8 ლიტრიანი ძრავა W16 რომლის სიმძლავრეა 1001 ცხ.ძ.) თუმცა მიუხედავად ასეთი მონაცემებისა ინდური Bugatti Veyron–ი ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას. ეს კი ნამდვილი Bugatti Veyron-ის ფოტოები, შეადარეთ: 350 2-ს მოსწონს
|