ტექნოლოგიური სიახლეები გამოგონება__საფულის ,,დარაჯი" 2013, 2 მარტი, 18:24 აშშ-ში გამოიგონეს მინიატურული მოწყობილობა-დარაჯი, რომელიც უპრობლემოდ შეიძლება მოთავსდეს ნებისმიერ სტანდარტულ საფულეში. იგი გამოიგონა კალიფორიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა კრისტიან სმიტმა, სანტა-ბარბარაში. ეს ხელსაწყო მაშინვე იძლევა სიგნალს, თუ საფულე საგრძნობლად დაშორდება გარკვეული მანძილით თავის მფლობელს. ინჟინერ-მექანიკოსი კრისტიან სმიტი, ყვება რომ ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ სტუდენტობის დროს, როდესაც საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, მისი მეზობელი ხშირად კარგავდა საფულეს და ამის გამო ყველგან იგვიანებდა. ინჟინერმა კრის ხერბერტთან ერთად გამოიგონა ეს მოწყობილობა, რომელიც დაეხმარება ადამიანებს საფულის პოვნაში. მისი სიგნალი სმარტფონთან არის დაკავშირებული. თუ დასაშვებ მანძილს გასცდება საფულე, სიგნალი მიდის სმარტფონის მეშვეობით. თუ სიგნალიც გაუშვა მფლობელმა, კარტაზე ფიქსირდება ის ადგილი, სადაც გაწყდა მასთან კავშირი. გამომგონებლები ხელსაწყოს მასიურ გამოშვებას გეგმავენ და ეძებენ ინვესტორს მისი რეალიზაციისათვის. 57 2-ს მოსწონს 1-ს არა
|