x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135716
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
უგემრიელესი ქათმის კატლეტი ქამა სოკოთი

image


გთავაზობთ ძალიან მარტივად მოსამზადებელ და რაც მთავარია რაც მთავარია უგემრიელეს ქათმის კატლეტებს ქამა სოკოთი. კლასიკური ქათმის კატლეტი ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ქამა სოკოს წყალობით კატლეტები იძენს სინაზეს, ორიგინალურ და არაჩვეულებრივ არომატს. გასინჯვად ნამდვილად ღირს.



ინგრედიენტები:
1. ხახვი – 2 ც.
2. ქათმის ფილე – 500 გრ.
3. ქამა სოკო (თუ გნებავთ ქილის) – 300 გრ.
4. კვერცხი – 2 ც.
5. თეთრი პური – 2 ნაჭ.
6. მარილი, წიწაკა გემოვნებით


მომზადების წესი:
წვრილად დავჭრად სოკო (თუ ქილის არის გავწუროთ) და ხახვი, გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი და მოვშუშოთ ხახვი, ხახვი ოქროსფერი რომ გახდება დავამატოთ სოკო და ვშუშოთ მანამ სანამ სოკოს სითხე არ ამოშრება. ქათმის ფილე და პური გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, ფარშში დავამატოთ მოშუშული სოკო, კვერცხი, მარილი, წიწაკა და კარგად ავურიოთ. ხელის გულზე მივცეთ ფორმა და ზეთში შევწვად ორივე მხრიდან. გემრიელად მიირთვით!

5
165
8-ს მოსწონს
ავტორი:mak0
mak0
165
  
2013, 2 მარტი, 17:23
ნერწყვი მომადგა, არ ვიცი რატომ - ეს ჟღერს გემრიელად თუ მე მშია ძალიან :)))
2013, 2 მარტი, 16:00
:D:D:D
2013, 2 მარტი, 15:52
გავითვალისწინებ :)))))))
2013, 2 მარტი, 15:45
სოკო რასაც ურევია ჩემთვის ყველაფერი ნოლია :)))
0 1 5