x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138410
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რატომ უნდა ვიმოგზაუროთ მალტის კუნძულებზე?
კუნძულოვანი ქვეყანა მალტა, ოფიციალურად მალტის რესპუბლიკა, მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული ტურისტული
დესტინაციაა. იგი ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში, მალტის არქიპელაგზე მდებარეობს. მალტა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა და მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. იგი საპარლამენტო რესპუბლიკაა, პრეზიდენტითა და ერთპალატიანი პარლამენტით.
ამ ქვეყანას 2 სახელმწიფო ენა გააჩნია - მალტური, რომელიც არაბულისა და იტალიური ენების ნაზავია და ინგლისური. ოფიციალურ რელიგიას კი ქრისტიანობა წარმოადგენს.


მალტის მდებარეობა ევროპის რუკაზე მალტის რუკა








მალტა უძველესი და მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანაა.როგორც სახელმწიფო, მან ჩამოყალიბება, ჯერ კიდევ 6000 წლის წინ დაიწყო. დღეს მალტა წარმოადგენს ნამდვილ მუზეუმს ღია ცის ქვეშ.

მალტა ტურისტულ ქვეყნად, საერთაშორისოდ არის აღიარებული. აქ მრავალი რეკრეაციული და ისტორიული ადგილია წარმოდგენილი, ასევე გვხვდება უნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 9 ძეგლი. ამ ქვეყანას დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, რასაც წარმატებით იყენებს და არც არის გასაკვირი, რომ ტურიზმი ამ ქვეყანაში, შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს.
დღესდღეობით მალტა მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციაშია
გაერთიანებული. იგი გაეროს წევრი 1964 წელს გახდა, ევროკავშირის კი 2004 წელს. მალტა შენგენის ზონის წარმომადგენელიც არის და 2008 წლიდან ევროზონაშია გაწევრიანებული.



ტურიზმი მალტის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია, რომელზეც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 15% მოდის. ბოლო 15 წლის განმავლობაში, საერთაშორისო ტურისტული ჩამოსვლების ყველაზე დიდი რაოდენობა მალტაზე 2011 წელს დაფიქსირდა და 1, 412, 000 შეადგინა. ყველაზე დიდი შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან კი 2008 წელს მიიღო და შემოსავლებმა $1, 337, 000, 000 შეადგინა.

ტურისტული ბალანსი მალტაზე დადებითია და აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად, ადგილობრივ მოსახლეობაზე დაახლოებით 3-ჯერ მეტი ტურისტი ჩამოდის. ტურისტები ძირითადად დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩამოდიან. განსაკუთრებით პოპულარულია ბრიტანელი პენსიონერი ტურისტებისთვის, რომელთაც მშვიდი დასვენება იზიდავთ.


მალტას ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია გააჩნია, რაც აისახება კიდეც კუნძულების კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობებში. ისტორიის გარკვეულ ეტაპებზე ქვეყანა ფინიკიელებს, კართაგენელებს, რომაელებსა და ბიზანტიელებს და სხვათა ხელში გადადიოდა, რომელთაც მრავალი განსხვავებული სტილის არქიტექტურისა კულტურის ძეგლები დატოვეს. ქვეყნის მუზეუმებსა და არტ-გალერეებში ტურისტთათვის გამოფენილია მალტის ისტორიის რელიკვიები.

როგორც სახელმწიფო, მალტამ ჩამოყალიბება ჯერ კიდევ 6000 წლის წინ დაიწყო. როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს მალტა წარმოადგენს ნამდვილ მუზეუმს ღია ცის ქვეშ. ისტორიული ძეგლების და მუზეუმების რაოდენობით ის მხოლოდ რომს თუ ჩამოუვარდება. მალტაზე არის ქვის ნაგებობები, მეგალითური ტაძრები, რომლებიც 1000 წლით ადრე აიგო ვიდრე ეგვიპტის ცნობილი პირამიდები.
მეცნიერთა აზრით, მეგალითური ტაძრები წარმოადგენენ ლეგენდარული ატლანტიდის გადმონაშთებს.


მალტა იდეალური ადგილია დასასავენებლად. ტურისტებს აქ ელოდებათ მშვიდი გარემო, გულითადი და კეთილგანწყობილი მასპინძლები. მალტელები სიცოცხლის მოყვარული ხალხია. ქვეყანაში მუდვიმად დღესასწაულებისა და ფესტივალების ატმოსტოსფეროა,
რომელთა განუყოფელი ნაწილია თეატრალიზებული წარმოდგენები
და ულამაზესი ფეირვერკები.
მიუხედავად კუნძულის მინიატურული ზომისა, (მისი ფართობი სულ რაღაც 316 კვ.კმ-ს შეადგენს) მასზე მშვენივრადა არის განვითარებული აუცილებელი ინფრასტრუქტურა და შექმნილია ყველა პირობა კომფორტული დასვენებისთვის: ბარები და დისკოტეკები, საუკეთესო პლიაჟები, სასტუმროები, სამორინეები.
მალტის არქიპელაგის კუნძულების ნებისმიერი წერტილიდან ზღვამდე ”ორი ნაბიჯია”. ზღვის სანაპირო მალტაზე ქვიშიანი (გოლდენ ბეი, პარადიზ ბეი) და კლდოვანია. აქ არის კრისტალივით სუფთა წყალი და ულამაზესი ბუნება. ზღვაში ცურვა განსაკუთრებით მშიდი და სასიამოვნოა, რადგან მალტის კუნძულების მახლობლად არ ბინადრობენ ადამინის სიცოცხლისათვის საშიში თევზები და მედუზები.


მალტაზე ისევე როგორც ყველგან სხვადასხვა მოთხოვნილებებისა და ინტერესების ტურისტები ჩადიან. დამსვენებელთათვის, მალტაზე 10 საუკეთესო ტურისტულ ატრაქციად ითვლება:

1) დედაქალაქი ვალეტა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო საგანძურის სიაშია შესული, თავისი გამორჩეული არქიტექტურით, ბუნებრივი ნავსადგურით, მრავალი ისტორიული ძეგლით, მუზეუმებით. განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა ტაძარი - St.
John’s Co-Cathedral.

ვალეტა

St. John’s Co-Cathedral-ის ინტერიერი











2) ქალაქი მდინა - მალტის ძველი დედაქალი, ვიწრო ლამაზი ქუჩებით, წმინდა პავლეს სახელობის ცნობილი კათედრალით (St. Paul's Cathedral) და სხვ.

მდინაSt. Paul












3) მალტის შეუდარებელი - „მზე, ზღვა და ქვიშა“. საზღვაო ტურიზმის გასაოცარი კურორტებით, პოპულარული კურორტებია: Saint Julians, Buggiba, Mistra და სხვა მრავალი.

BuggibaSaint Julians










4) კუნძული გოძო - ულამაზესი ლანდშაფტებით, სხვადასხვა არქიტექტურული ძეგლებით, ტაძრებით და სხვ.

კუნძულ გოძოზე

5) ეკო ტურები მთელი ქვეყნისმასშტაბით.


6) წყალქვეშა სპორტი, იგივე ყვინთვა (diving), რომელიც კარგად არის განვითარებული კუნძულებზე.


7) ხმელთაშუა ზღვის კერძები და ღამის ცხოვრება. კლუბებით, ბარებით, სამორინეებით და სხვა გასართობი საშუალებებით გამოირჩევა ქალაქი პაჩავილი.

8) მეგალითური ტაძრები - რომლებიც ქრისტეს შობამდე 3, 600 წლის წინ არის აგებული. შვიდივე ტაძარი, კერძოდ: Ġgantija-ს 2 ტაძარი, Hagar Qin, Mnajdra, Tarxien, Ta'Hagrat და Skorba იუნესკოს მსოფლიო საგანძურის სიაშია.

მალტის მეგალითური ტაძრები
9) კუნძული კომინო და ლურჯი ლაგუნა, რომელიც ულამაზეს სანახაობას ქმნის.

კომინო,  ლურჯი ლაგუნა

10) სოფლის რელიგიური დღესასწაულები, ტრადიციული კერძებისა და სასმელების დაგემოვნებით.


როგორც ცნობილია, მალტაზე ტურისტული სეზონი 8 (აპრილიდან ნოემბრამდე) თვე გრძელდება, რაც იდეალური კლიმატური პირობების, ჰავის დამსახურებაა. მზიანი დღეები, თბილი და სუფთა წყალი ხელს უწყობს საზღვაო ტურიზმის განვითარებას. მალტა ძალიან მშვიდი და სტაბილური ქვეყანაა პოლიტიკური თვალსაზრისით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმისათვის. აქ ინფრასტრუქტურა მაღალ დონეზეა განვითარებული. წარმოდგენილია ყველა ტიპისა და მომსახურების ხარისხის სასტუმრო, კაფეები, ბარები, რესტორნები, კლუბები და სხვ. საყურადღებოა, რომ მალტა შენგენის ზონის წევრია, რაც ძალზედ ამარტივებს ტურისტულ მიმოსვლებს ამ ქვეყანაში და კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორია ტურიზმის განვითარებისათვის. ეს ყოველივე მალტას, ნებისმიერი ადამიანისათვის ძალზედ მიმზიდველ ტურისტულ დესტინაციად აქცევს. ერთი სიტყვით მალტა მართლაც შეუდარებელი ადგილია დასასავენებლად.

დაბოლოს, ვისაც ჯერ არ გიმოგზაურიათ მალტის კუნძულებზე, დროა ბარგის ჩალაგებას შეუდგეთ... პირადი გამოცდილებიდან, დაბეჯითებით გირჩევთ და გარწმუნებთ, რომ ნამდვილად არ ინანებთ!












2
2234
7-ს მოსწონს
ავტორი:თაკო თოდუა
თაკო თოდუა
2234
  
2013, 2 მარტი, 14:26
მიხარია თუ მოგეწონათ :)
2013, 2 მარტი, 2:26
ძალიან კარგი სტატიაა!!! :)
0 1 2