x
კიმ კარდაშიანი კაცის ძიებაში

imageყველაზე ცხელ-ცხელი მოდელი ქალბატონი, რომელიც გამორჩეულია იმით რომ ხშირად იცვლის ბოიფრენდებს, ახლა ახალ მამაკაცს ეძებს . ის გასულ წელს ოქტომბერში მეუღლეს, კალათბურთელ კრის ჰემფრიზს 72-დღიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. კიმი იურისტს ან ბიზნესმენ მამაკაცს ანიჭებს უპირატესობას. გაყრამ ცნობილ შავთმიან ქალბატონს არგო და მან 3 კილოგრამის დაკლება მოახერხა. კარდაშიანმა კვების რაციონიდან შაქარი, ნახშირწყლები და რძის პროდუქტი გამორიცხა, ამას გარდა, დღის განმავლობაში ორჯერ დაიწყო ვარჯიში. კიმის თქმით, იგი ახლა თავდაჯერებულია და საუკეთესო ფორმაშია. ამიერიდან აღარ აპირებს სახლში ჯდომასა და ბევრ ჭამას. ის იმედოვნებს, რომ ახლობლები მეორე ნახევრის პოვნაში დაეხმარებიან. მას სურს, რომ ის ცნობილი ადამიანი არ იყოს, თუმცა, ქლოა კარდაშიანი ძალიან მონდომებულია, დას კანიე უესტსი გაურიგოს. მან განაცხადა, რომ კიმი და უესტი პაემნებზე დადიოდნენ და ერთად კარგ დროს ატარებდნენ. მისი აზრით, თუ მათი რომანი შედგება, მაშინ ურთიერთობა ნამდვილად სერიოზულ სახეს მიიღებს.

0
233
2-ს მოსწონს
ავტორი:დანქე23
დანქე23
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0