რუნი:"სახლში თამაში დიდი უპირატესობაა" 5 მარტი ინგლისელები , ესპანელებს უმასპინძლებენ
სერ ალექსის შეგირდები ისევ აგრძელებენ სამ ტურნირზე ბრძოლას. "ეშმაკუნებსი" თავდამსხმელამ რუნიმ განაცახად, რომ კლუბს ძალიან გაუმართლა, რადგან მართში მათ ოთხი მატჩის ჩატარება "ოლდ ტრაფორდზე" მოუწევთ:"გასვლით მატჩებამდე ერთი დღით ადრე ჩვენ ვრჩებით სასტუმროში. საშინაო მატჩები დიდად არ განსხვავდება, გასვლითი მატჩებისგან მომზადების მიხედვით. ამასთანავე ჩვენ გვაქვს დიდი უპირატესობა, რადგან შემდეგ ოთხ მატჩს საკუთარ კედლებში გავმართავთ. ეს მართლაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის." - განაცხადა უეინ რუნიმ manutd.com-თან.
"როდესაც გასვლაზე ვთამაშობთ, მატჩის შემდეგ კლუბის ავტობუსით ვბრუნდებით შინ. საშინაო მატჩების შემდეგ კი მე მხოლოდ ორმოცი წუთი მჭირდება სახლში დაბრუნებისთვის. ეს კიდევ ერთი დიდი პლიუსია, მარტში გასამართ მატჩებზე. ყოველთვის საისამოვნოა სახლში მატჩის ჩატარება. თამაშებიც კარგი გრაფიკით წავა, რაც ძალიან კარგია."