შოუბიზნესი გიორგი ვარდოსანიძე შეყვარებულთან დაშორების მიზეზებზე საუბრობს, როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს ახლა? 2013, 1 მარტი, 3:02 პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" წყალობით გიორგი ვარდოსანიძის პოპულარობამ ერთიორად იმატა. ის შეყვარებულსაც დაშორდა და ერთ-ერთ სასურველ სასიძოთაც მიიჩნევა. მისი რჩეული მსახიობი თამთა შალამბერიძე გახლდათ. წყვილს სამწლიანი რომანი აკავშირებდა. ისინი არასდროს ერიდებოდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენას და ჟურნალისტებს ერთობლივი ინტერვიუებითაც ანებივრებდნენ. გიორგის მტკიცებით, ურთიერთობაში მესამე პირი არ ჩარეულა. მე და თამთას განსხვავებული შეხედულებები გვქონდა, ბოლო დროს ხშირად ვკამათობდით და დაშორება ვარჩიეთო. გიორგის ერჩია ახლავე გაეწყვიტა შეყვარებულთან ურთიერთობა, ვიდრე წლების შემდეგ ქუჩაში მომავალი თამთასთვის სახე აერიდებინა. "თამთა სიცოცხლის ბოლომდე იქნება ჩემი ერთ-ერთი უძვირფასესი ადამიანი"-განაცხადა მსახიობმა "ნანუკას ჟორჟოლიანის შოუში". გიორგი იმასაც ამატკიცებს, რომ მისი პოპულარობა და პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" დაშორების მიზეზი არ ყოფილა, თამთასთან ამმხრივ პრობლემები არასდროს მქონიაო. 2414 15-ს მოსწონს 2-ს არა |
,,ჩვენ დავშორდით,მაგრამ კარგ მეგობრებად დავრჩით,,:))))))))))
ანუ გამოდის რომ ისევ ისეთი კარგი მეგობრები არიან ოღონდ სექსის გარეშე.. ესე იგი სექსში ვერ გაუგეს:)))))))