გიორგი ვარდოსანიძე შეყვარებულთან დაშორების მიზეზებზე საუბრობს, როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს ახლა?
პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" წყალობით გიორგი ვარდოსანიძის პოპულარობამ ერთიორად იმატა. ის შეყვარებულსაც დაშორდა და ერთ-ერთ სასურველ სასიძოთაც მიიჩნევა. მისი რჩეული მსახიობი თამთა შალამბერიძე გახლდათ. წყვილს სამწლიანი რომანი აკავშირებდა. ისინი არასდროს ერიდებოდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენას და ჟურნალისტებს ერთობლივი ინტერვიუებითაც ანებივრებდნენ. გიორგის მტკიცებით, ურთიერთობაში მესამე პირი არ ჩარეულა. მე და თამთას განსხვავებული შეხედულებები გვქონდა, ბოლო დროს ხშირად ვკამათობდით და დაშორება ვარჩიეთო.
გიორგის ერჩია ახლავე გაეწყვიტა შეყვარებულთან ურთიერთობა, ვიდრე წლების შემდეგ ქუჩაში მომავალი თამთასთვის სახე აერიდებინა. "თამთა სიცოცხლის ბოლომდე იქნება ჩემი ერთ-ერთი უძვირფასესი ადამიანი"-განაცხადა მსახიობმა "ნანუკას ჟორჟოლიანის შოუში". გიორგი იმასაც ამატკიცებს, რომ მისი პოპულარობა და პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" დაშორების მიზეზი არ ყოფილა, თამთასთან ამმხრივ პრობლემები არასდროს მქონიაო.
გიორგი ახლა მთლიანად შემოქმედებით პროცესშია ჩართული, დროს ძირითადად თეარტს უთმობს. სულ ცოტა ხნის წინ პრემიერაც ჰქონდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. გიორგის რადიოგადაცემაც მიჰყვს, აქვს შემოთავაზებები ტელევიზიიდან, რაზეც ღიად ჯერ არ საუბრობს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ სულ მალე ეკრანზე ვიხილოთ. ვუსურვოთ მას წარმატებები...

,,ჩვენ დავშორდით,მაგრამ კარგ მეგობრებად დავრჩით,,:))))))))))
ანუ გამოდის რომ ისევ ისეთი კარგი მეგობრები არიან ოღონდ სექსის გარეშე.. ესე იგი სექსში ვერ გაუგეს:)))))))