სხვა 10 სულის შემძვრელი ფოტო 2013, 28 თებერვალი, 23:24 გამარჯობათ, დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, ათ ძალიან სევდიან და სულის შემძვრელ ფოტოებს, ცრემლი მომადგა რამდენიმე ფოტოს ნახვისას... იმედია მოგეწონებათ. მაშ ასე 1. ლეონ მერჯიანი - ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი ვერმახტის ფრანგულ ლეგიონში. მისი მშობლები ბოლშევიკების რეპრესიებს შეეწირნენ, სწორედ ამიტომ 15 წლის სომხური წარმოშობის ლეონმა გადაწყვიტა ვერმახტის ფრანგულ ლეგიონში ჩაეწერა თავი. ფოტო გადაღებულია "პოდმოსკოვიეს" სოფელ გოლოვკოვოში. სსრკ. 1-9 დეკემბერი. 1941 წელი. 2. ფოტო გადაღებულია მეოცე საუკუნის შუა პერიოდში ძველ თბილისში სადაც მუშაა აღბეჭდილი 3. გაზეთით მოვაჭრე არასრულწლოვნები, 1900-იანი წლები, ნიუ იორკი. ლეგენდარული ლუის ჰეინის ფოტო 4. ვარშავის გეტოს ამ ცნობილ ფოტოზე აჯანყების ჩახშობისას სს-ის ჯარისკაცებმა შეპყრობილ ებრაელებს თავშესაფარი იძულებით დაატოვებინეს, შემდეგ კი უმშლაგპლატცზე შეყარეს დეპორტაციისთვის. ვარშავის გეტო იყო უდიდესი ებრაელთა კონცენტრირებული დასახლება შექმნილი ნაცისტური გერმანიის მთავრობის მიერ მეორე მსოფლიო ომში ჰოლოკოსტის დროს. მისი არსებობის სამი წლის განმავლობაში შიმშილით, ავადმყოფობითა და საკონცენტრაციო თუ გასანადგურებელ ბანაკებში დეპორტაციებით გეტოს მოსახლეობა სავარაუდო 450.000-დან 37.000-მდე დავარდა. 5. 58 211 ამერიკელი ჯარისკაცის სამხედრო ჟეტონი, რომლებიც დაიღუპნენ ვიეტნამის ომში, ისინი კიდია ვეტერანთა ნაციონალურ მუზეუმში. ჩიკაგო, შტატი ილინოისი. აშშ. 6. ინგლისელი ბიჭუნა, გერმანელთა საჰაერო დაბომბვის შემდეგ. ლონდონი, 1945წ. 7. ვერმახტის ჯარისკაცი და პატარა რუსი გოგონა. გერმანელების მიერ უკვე ოკუპირებული ტერიტორია, სსრკ. 1942 წელი. 8. ომის გზაზე 9. ვიქტორ ჰიუგოს დაკრძალვის დღე, 1885 წ. 10. ირანის ისლამური რევოლუციის დასაწყისი, 1979 წ. დაინტერესების შემთხვევაში მომავალში აუცილებლად შემოგთავაზებთ მსგავს სტატიებს. 4061 4-ს მოსწონს
|