x
image
ბასტა
ქეთა თოფურიამ გაგვიმხილა საქმროს სახელი.

თურმე არავითარი საიდუმლო ქორწილი მომღერალს არ ჰქონია, და ეხლა აპირებს გათხოვებას. ბოლო ინტერვიუში მომღერალმა როგორც იქნა გვიამბო, ვინ არის მისი რჩეული.
პოპულარული ჯგუფის "A'Studio"-ს სოლისტმა, ქეთა თოფურიამ გულახდილ ინტერვიუში უარყო ინფორმაცია იმაზე, რომ თითქოს გათხოვდა, თურმე მომღერალი ეხლა აპირებს გათხოვებას. ქეთამ ამის დასამტკიცებლად ინტერვიუზე მოიყვანა თავისი საქმრო. როგორც გახდა ცნობილი ქეთას რჩეული ლევ გეიხმანია. image

მომღერლის შეყვარებულმა მოკლედ გვიამბო თავის თავზე: "მე დავიბადე და გავიზარდე მოსკოვში, დაკავებული ვარ ბანკის და ინვესტიციური ბიზნესით." ერთმანეთი გაიცნეს საერთო მეგობრებისგან, მაგრამ შეყვარებულები გახდნენ ერთი წლის შემდეგ. "როდესაც პირველად დავინახე ქეთა, გავგიჟდი მის გამო და დღემდე გრძელდება ჩემი სიგიჟე. მაშინ ძალიან მომეწონა - არარეალურად ლამაზი იყო" - ამბობს ლევ გეიხმანი.
დეკემბრის დასაწყისში გეიხმანმა ხელი სთხოვა ქეთას და ეხლა შეყვარებულები ემზადებიან ქორწინებისთვის: "ჩვენ დღემდე ვერ გადაგვიწყვეტია გავაკეთოთ თუ არა დიდი ზეიმი. ალბათ უფრო ვიწრო წრეში გადავიხდით. იმიტომ რომ, ჩემი მეგობრების გამოცდილებიდან, მაშტაბური ქორწილი გავს სამსახურს, ყველა ერთობა შენს გარდა. დაქალები თავიანთი ქორწილების დროს მოდიან ჩემთან და მეუბნებიან რომ, დაიღალნენ ქორწილისგან. არ მინდა რომ ჩვენც ასე მოგვივიდეს, მინდა რომ, დღესასწაული დაგვამახსოვრდეს ლამაზად. image
ასევე თოფურიამ აგვიხსნა რატომ არ აკეთებდა კომენტარს საიდუმლო ქორწინებაზე: "მე ვთვლი, რომ პირადი ცხოვრება არ არის განკუთვნილი პუბლიკისათვის. საქართველოში ამბობენ რომ: ნამდვილი სიყვარული უნდა დამალო. და ჩვენც ბოლომდე ვცდილობდით დაგვემალა. ანუ დაგვემალა როგორ, რომ მეკითხებოდნენ: ვინ არის? როგორ გაქვთ საქმე? - მე უბრალოდ არ ვპასუხობდი, და მერე დაიწყო ცრუ ინფორმაცია."

აღვნიშნოთ ის რომ, ქორწილის თარიღი ქეთას და ლევს ჯერ არ
გადაუწყვეტიათ.


image

2
88
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ბასტა
ბასტა
88
  
2013, 9 მარტი, 22:03
:D გმადლოოობთ
2013, 9 მარტი, 22:01
"ქეთა თოფურიამ გაგვიმხილა საქმროს სახელი"

აწი რაღა გვიჭირს:))

კარგია, ლუბა, კარგად დაამუღამე საიტი:)
0 1 2