x
მეტი
  • 03.10.2024
  • სტატია:137407
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511374
მოდის მაცდუნებელი ხიბლი
რასაკვირველია, მოდურად ჩაცმამ შეიძლება უფრო ლამაზად წარმოაჩინოს ჩვენი გარეგნობა და საკუთარ თავში დაჯერებულობაც შეგვმატოს. სწორად შერჩეულმა სამოსმა შეიძლება ფიზიკური ხარვეზებიც დამალოს და ჩვენი მიმზიდველი ნაკვთები უფრო გამოკვეთოს.ჩაცმის სტილმა შეიძლება იმაზეც მოახდინოს გავლენა, თუ როგორი თვალით შემოგვხედავენ სხვები.
მოდის სამყაროს აქვს მეორე მხარეც, რომელზეც არ შეიძლება თვალის დახუჭვა. გარდერობის შევსების სურვილით შეპყრობილი მყიდველები შეიძლება მახეში მოექცნენ. მოდის ინდუსტრია ხომ სულ ახალ და ახალ ტენდენციებს ნერგავს და ეს სულაც არ არის შემთხვევითი, რადგან მოდების სახლები უფრო დიდ მოგებას მაშინ ნახულობენ, როდესაც ტანსაცმელი მოდიდან მალე გადადის. როგორც მოდელიერმა

გაბრიელ შანელმა აღნიშნა,

„მოდა იმიტომ არსებობს, რომ

გაბრიელ შანელი მოდიდან გავიდეს“. ამიტომაც ხდება ისე, რომ მომხმარებელი თავს ვალდებულად თვლის, იყიდოს ახალი ტანსაცმელი მხოლოდ იმიტომ, რომ მოდას არ ჩამორჩეს.


არსებობს იმის საშიშროებაც, რომ რეკლამის

შეუმჩნეველი გავლენის ქვეშ მოვექცეთ. კომპანიები მილიონობით დოლარს

ხარჯავენ თავიანთი ნაწარმის რეკლამირებისთვის. რეკლამებში ისინი ხშირად უდარდელი ცხოვრების სტილს წარმოსახავენ და ისეთ შთაბეჭდილებას გვიქმნიან, თითქოს ცხოვრებით მხოლოდ ისინი ხარობენ, ვისაც მათი კომპანიისა თუ ფირმის ტანსაცმელი აცვია. ასეთ რეკლამებს ძლიერი გავლენის მოხდენა შეუძლია. -
„არაფერი ისე არ ტკენს გულს მოზარდებს, როგორც ყველაზე პოპულარული ფირმის ფეხსაცმლის არქონა“, — ამბობს ესპანელი მასწავლებელი.
მოდური ტენდენციები, ჩვეულებრივ, როგორც ჩნდება, ისე ქრება, ზოგი სულ რამდენიმე თვეში. ისინი შეიძლება წარმოშვას რომელიმე პოპულარულმა მუსიკოსმა ან მოდის სხვა კანონმდებელმა. მაგრამ, ზოგჯერ ასეთი ტენდენცია მკვიდრდება და ძირითად სტილად იქცევა ხოლმე. მაგალითად, ლურჯი ჯინსი, დიდი პოპულარობით სარგებლობდა XX საუკუნის 50-იანი და 60-იანი წლების მეამბოხე სულის მქონე ახალგაზრდებში. დღეს კი ჯინსებს სხვადასხვა ასაკის ადამიანები ბევრნაირ სიტუაციაში იცვამენ.

0
36
5-ს მოსწონს
ავტორი:gvanca998
gvanca998
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0