x
image
drogba
ადამიანის გამოყვანილი, ყველაზე საოცარი ჯიშის ცხოველები.
მრავალი წლის განმავლობაში, კაცობრიობა ჩართულია, ცხოველთა მოშინაურების, შეჯვარების და ახალი ჯიშების გამოყვანაში.
მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი. ადამიანს უნდა, რომ დაიმორჩილოს მეამბოხე გარეული ცხოველები და მოაშინაუროს ისინი. ამ სფეროში კი მეცნიერება მას ეხმარება.

1. ჯუნგლების დიდი კატა

image

კატის ჯიშებს შორის, ეს ყველაზე საოცარი და ძვირფასია და მას ''სავანა'' ეწოდება. ეს ჯიში გამოიყვანეს 1980 წელს და არა მარტო მეცნიერებისთვის. საქმე იმაშია, რომ მდიდარი ხალხის ჰობი, დიდი გარეული კატების ყოლა არის. ამიტომ სელექციონერებმა, გამოიყვანეს ახალი ჯიშის დიდი კატა, რომელიც გარეგნულად საშიშ მტაცებელ გეპარდს გავს, მაგრამ ამავდროულად არის თბილი და მოსიყვარულე.


2001 წელს ეს ჯიში ოფიციალურად დამტკიცდა და დარეგისტრირდა.

ამ კატების ზომა სრულიად განსხვავებულია ჩვეულებრივი კატებისგან. ისინი 45 სანტიმეტრისები არიან და 15 კილოგრამამდე იწონიან. მისი ფასი 7 ათასიდან 23 ათას დოლარამდეა.

image

სავანა გაიგივებულია ძაღლთან. ის შეგიძლიათ გარეთ გაასეირნოთ. ადვილად ითვისებს და სწავლობს ყველაფერს.


2.შინაური მელია. წარმოდგენილია, როგორც ჭკვიანი ძაღლი და დამოუკიდებელი კატა ერთად.image

ნაცრისფერი და თეთრი მელიების შეჯვარებისას, მიიღეს ეს ჯიში. წლების განმავლობაში მათი შთამომავლობიდან ირჩეოდა ყველაზე ჭკვიანები და მორჩილები. შემდეგ მათ აჯვარებდნენ და საბოლოოდ გამოვიდა შინაური მელია.

საბოლოო ჯამში ეს ჯიში ყველაზე მეგობრულია ადამიათან.

image

დღეს ამ მელიებს ყიდიან შინაურ ცხოველის სახელწოდებით.


3. ნახევრად-ზებრა. ვირი, ცხენი და ზებრა.

image

ზებრას შეარქვეს ''ლამაზი ცხენი''. მაგრამ ადამიანმა მისი მოშინაურება დღემდე ვერ შეძლო. არც მიიჩნია საჭიროდ რადგან დაუმორჩილებელია და ძალიან ცუდი ხასიათი აქვს. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ზებრა თუ არა ნახევრად-ზებრა მოეშინაურებინათ. მამალი ზებრა და დედალი ცხენი (ზოგ შემთხვევაში ვირიც), შეაჯვარეს ერთმანეთს და მიიღეს ეს ჯიში და უწოდეს მას ''ზებრიოდი''.


4. მგელძაღლა-სარლოსა.

image

მრავალი ათეული წლის განმავლობაში ცდილობდნენ მეცნიერები მგლის მოშინაურებას. 1925 წელს მგელი და გერმანული ''ავჩარკა'' ერთმანეთს შეაჯვარეს და მიიღეს ეს ჯიში.

image
საბოლოოდ ეს ძაღლი მგელს ძალიან დაემსგავსა. ისეთივე ჭკვიანი, ძლიერი და გამძლეა, როგორც მგელი. ამ ჯიშის ძაღლებს ყეფა არ შეუძლიათ. ხანდახან მთვარეს, როგორც მგლები ისე უყურებენ. ერთი სიტყვით ძაღლი სარლოსა მგელია, იმ განსხვავებით, რომ იგი ადამიანს მის პატრონად აღიქვამს და მიიჩნევს მას მგლის ხროვის მეთაურად.

8
828
7-ს მოსწონს
ავტორი:drogba
drogba
828
  
2013, 28 მარტი, 9:30
ეგ ვიგულისხმე ზუსტად.......
2013, 28 მარტი, 9:28
ბუნებაში ჩარევა ისე არა, გენური მუტაციაა საშიში. ბუნებაში ყველაფრით ერევა ადამიანი, მოხვნით, თესვით, ტყის გაკაფვით, გზების და კალაქების მშენებლობით, მარა ყველაზე უარესი გენური მუტაციაა
2013, 16 მარტი, 12:49
საინტერესო სტატიაა
2013, 1 მარტი, 8:28
გმადლობ :)
2013, 1 მარტი, 0:54
კარგი სტატიაა:)
2013, 28 თებერვალი, 12:23
არ მიყვარს როდესაც ადამიანი ერვა ბუნებაში...
2013, 28 თებერვალი, 12:18
რატომ?
2013, 28 თებერვალი, 12:06
ასეთი რაღაცეები __ მაშინებს..
0 1 8