საზოგადოებრივი ადამიანის გამოყვანილი, ყველაზე საოცარი ჯიშის ცხოველები. 2013, 28 თებერვალი, 10:39 მრავალი წლის განმავლობაში, კაცობრიობა ჩართულია, ცხოველთა მოშინაურების, შეჯვარების და ახალი ჯიშების გამოყვანაში. მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი. ადამიანს უნდა, რომ დაიმორჩილოს მეამბოხე გარეული ცხოველები და მოაშინაუროს ისინი. ამ სფეროში კი მეცნიერება მას ეხმარება. 1. ჯუნგლების დიდი კატა კატის ჯიშებს შორის, ეს ყველაზე საოცარი და ძვირფასია და მას ''სავანა'' ეწოდება. ეს ჯიში გამოიყვანეს 1980 წელს და არა მარტო მეცნიერებისთვის. საქმე იმაშია, რომ მდიდარი ხალხის ჰობი, დიდი გარეული კატების ყოლა არის. ამიტომ სელექციონერებმა, გამოიყვანეს ახალი ჯიშის დიდი კატა, რომელიც გარეგნულად საშიშ მტაცებელ გეპარდს გავს, მაგრამ ამავდროულად არის თბილი და მოსიყვარულე. 2001 წელს ეს ჯიში ოფიციალურად დამტკიცდა და დარეგისტრირდა. ამ კატების ზომა სრულიად განსხვავებულია ჩვეულებრივი კატებისგან. ისინი 45 სანტიმეტრისები არიან და 15 კილოგრამამდე იწონიან. მისი ფასი 7 ათასიდან 23 ათას დოლარამდეა. სავანა გაიგივებულია ძაღლთან. ის შეგიძლიათ გარეთ გაასეირნოთ. ადვილად ითვისებს და სწავლობს ყველაფერს. 2.შინაური მელია. წარმოდგენილია, როგორც ჭკვიანი ძაღლი და დამოუკიდებელი კატა ერთად. ნაცრისფერი და თეთრი მელიების შეჯვარებისას, მიიღეს ეს ჯიში. წლების განმავლობაში მათი შთამომავლობიდან ირჩეოდა ყველაზე ჭკვიანები და მორჩილები. შემდეგ მათ აჯვარებდნენ და საბოლოოდ გამოვიდა შინაური მელია. საბოლოო ჯამში ეს ჯიში ყველაზე მეგობრულია ადამიათან. დღეს ამ მელიებს ყიდიან შინაურ ცხოველის სახელწოდებით. 3. ნახევრად-ზებრა. ვირი, ცხენი და ზებრა. ზებრას შეარქვეს ''ლამაზი ცხენი''. მაგრამ ადამიანმა მისი მოშინაურება დღემდე ვერ შეძლო. არც მიიჩნია საჭიროდ რადგან დაუმორჩილებელია და ძალიან ცუდი ხასიათი აქვს. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ზებრა თუ არა ნახევრად-ზებრა მოეშინაურებინათ. მამალი ზებრა და დედალი ცხენი (ზოგ შემთხვევაში ვირიც), შეაჯვარეს ერთმანეთს და მიიღეს ეს ჯიში და უწოდეს მას ''ზებრიოდი''. 4. მგელძაღლა-სარლოსა. მრავალი ათეული წლის განმავლობაში ცდილობდნენ მეცნიერები მგლის მოშინაურებას. 1925 წელს მგელი და გერმანული ''ავჩარკა'' ერთმანეთს შეაჯვარეს და მიიღეს ეს ჯიში. საბოლოოდ ეს ძაღლი მგელს ძალიან დაემსგავსა. ისეთივე ჭკვიანი, ძლიერი და გამძლეა, როგორც მგელი. ამ ჯიშის ძაღლებს ყეფა არ შეუძლიათ. ხანდახან მთვარეს, როგორც მგლები ისე უყურებენ. ერთი სიტყვით ძაღლი სარლოსა მგელია, იმ განსხვავებით, რომ იგი ადამიანს მის პატრონად აღიქვამს და მიიჩნევს მას მგლის ხროვის მეთაურად. 828 7-ს მოსწონს
|