x
რაზე მეტყველებს თქვენი მაკიაჟი?!

ყველა ქალი სხვადასხვა ხერხით ცდილობს მამაკაცების ყურადღების ცენტრში ყოფნას. ალბათ ყველა ჩვენგანისათვის სასიამოვნოა როდესაც გავივლით და თვალს ხარბად გამოგვაყოლებენ. მაკიაჟი ერთ-ერთ გამასრულყოფილებელ ეფექტს ახდენს ქალის გარეგნობაში.
ღია ვარდისფერი ტონალობით:
imageკაცების უმრავლესობას ნაზი, მშვიდი და გაწონასწორებული ქალები ხიბლავთ, მათ იზიდავთ ქალში ბავშვური სულის დანახვა, ამიტომ ქალების გარკვეული ნაწილი სადა, ვარდისფერ მაკიაჟს ამჯობინებს უფრო მკვეთრ ფერებს. ვარდისფერი პომადა ხაზს უსვამს ქალის ბავშვურ და ნაზ გუნებას. მსგავსი მაკიაჯი სახეს ნათელს და ახალგაზრდულს ხდის. ჩემი რჩევა იქნება თუ გსურთ კაცებში თქვენი სიკეკლუცითა და ამავდროულად სინაზით გამოიჩინოთ თავი ვარდისფერი ტონალობის მაკიაჟი აუცილებლად დაგეხმარებათ. <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3

უფერული ტუჩსაცხი:

imageზოგი მამაკაცი კი უფრო მეტად ბუნებრივობას აფასებს ქალში, მათ არ უყვართ სახეზე ზედმეტი ფერადოვნება თუ სიჭრელე. ასეთი კატეგორიის კაცები მიიჩნევენ რომ ქალს არ სჭირდება ზედმეტი მაკიაჟი და იმით უნდა დაკმაყოფილდეს რაც ბუნებისგან ერგო. მაგრამ ალბათ დამეთანხმებით იმაში რომ ქალს მაკიაჟი განსაკუთრებულად ამშვენებს და თუ კი თქვენ მსგავსი პიროვნების მოხიბლვა გადაწყვიტეთ უფერული, მბზინავი ტუჩსაცხი მოიხდინეთ. <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3
მკვეთრი წითელი:
imageწითელი ფერის პომადა დახვეწილობისა და თავდაჯერებულობის ასოციაციას იწვევს. მეცნიერებმა დაადგინეს რომ თუ კი ქალს ალისფრად აქვს ტუჩები შეღებილი მამაკაცს უჭირს მისთვის თვალის მოწყვეტა. აღსანიშნავია ისიც რომ წითელი პომადა ელეგანტურობის ერთგვარ ნიშანს წარმოადგენს და ნებისმიერი ფერის სამოსს შეგიძლიათ მოუხდინოთ. თუ კი ერთ დღეს მოგინდებათ რომ თქვენი მიმზიდველობა და სითამამე გამოამჟღავნოთ ალისფერი ტუჩებით ამას ნამდვილად შეძლებთ.



მუქი შინდისფერი:
imageმუქი ტონალობები ქალის სიძლიერესა და მიმზიდველობას უსვამს ხაზს. კაცების გარკვეულ ნაწილს იზიდავს ძლიერი და ამავდროულად სექსუალური ქალები, რომლებმაც იციან საკუთარი თავის ფასი და მამაკაცებთან შეუვალობას იჩენენ. შინდისფერი ტუჩსახი დაგეხმარებათ მამაკაცს დაანახოთ თქვენი სიძლიერე.

0
98
შეფასება არ არის
ავტორი:თამოსია
თამოსია
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0