წვნიანი კერძები პელმენების წვნიანი 2013, 27 თებერვალი, 20:31 ცნობილია რომ, წვნიანი აუცილებელია ორგანიზმისათვის, ის კვირაში 3-ჯერ მაინც უნდა მივირთვათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი უგულებელვყოფთ ამ წესს, მარტივი მიზეზების გამო: ან ძალიან დაკავებულები ვართ, ან არ გვიყვარს წვნიანი, ან სულაც – უბრალოდ, გვეზარება მისი მომზადება. გთავაზობთ ძალიან მარტივ, ძალიან გემრიელ და რაც მთავარია, ძალიან სწრაფად მოსამზადებელ, ყველასთვის საყვარელ _ პელმენების წვნიანს. ინგრედიენტები: სტაფილო – 1 ც. კარტოფილი _ 1 ც. პელმენი – გემოვნებით დაფნის ფოთოლი – 1ც. წიწაკა ან პილპილი, ნიორი და მარილი – გემოვნებით ხახვი (მცირე ზომის) –1 ც. ოხრახუში, კამა –გემოვნებით მომზადების წესი: ქვაბში წვრილად დაჭრილ, ზეთში მოთუშულ ხახვს ვასხამთ წყალს და ვამატებთ კუბიკებად დაჭრილ კარტოფილსა და საშუალო სახეხზე გახეხილ სტაფილოს, ჩავაგდებთ დაფნის ფოთოლს, ნიორს, მარილს, პილპილს და ვხარშავთ ადუღებიდან 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ბულიონში ჩავყრით პელმენს და ვხარშავთ 5-7 წუთი. დავაყრით მწვანილს, დავახურავთ თავსახურს და გადმოვდგამთ ცეცხლიდან. გავაჩეროთ 3 წუთი და წვნიანი მზად არის. შეგიძლიათ მიირთვათ მაიონეზით, მაგრამ დამიჯერეთ, არაჟნით უგემრიელესია. გემრიელად მიირთვით. 1813 8-ს მოსწონს
|