x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138959
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
პელმენების წვნიანი
image

ცნობილია რომ, წვნიანი აუცილებელია ორგანიზმისათვის, ის კვირაში 3-ჯერ მაინც უნდა მივირთვათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი უგულებელვყოფთ ამ წესს, მარტივი მიზეზების გამო: ან ძალიან დაკავებულები ვართ, ან არ გვიყვარს წვნიანი, ან სულაც – უბრალოდ, გვეზარება მისი მომზადება.

გთავაზობთ ძალიან მარტივ, ძალიან გემრიელ და რაც მთავარია, ძალიან სწრაფად მოსამზადებელ, ყველასთვის საყვარელ _ პელმენების წვნიანს.

ინგრედიენტები:

სტაფილო – 1 ც.

კარტოფილი _ 1 ც.

პელმენი – გემოვნებით

დაფნის ფოთოლი – 1ც.


წიწაკა ან პილპილი, ნიორი და მარილი – გემოვნებით

ხახვი (მცირე ზომის) –1 ც.

ოხრახუში, კამა –გემოვნებით

მომზადების წესი:

ქვაბში წვრილად დაჭრილ, ზეთში მოთუშულ ხახვს ვასხამთ წყალს და ვამატებთ კუბიკებად დაჭრილ კარტოფილსა და საშუალო სახეხზე გახეხილ სტაფილოს, ჩავაგდებთ დაფნის ფოთოლს, ნიორს, მარილს, პილპილს და ვხარშავთ ადუღებიდან 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ბულიონში ჩავყრით პელმენს და ვხარშავთ 5-7 წუთი. დავაყრით მწვანილს, დავახურავთ თავსახურს და გადმოვდგამთ ცეცხლიდან. გავაჩეროთ 3 წუთი და წვნიანი მზად არის. შეგიძლიათ მიირთვათ მაიონეზით, მაგრამ დამიჯერეთ, არაჟნით უგემრიელესია.

გემრიელად მიირთვით.



2
1813
8-ს მოსწონს
ავტორი:mak0
mak0
1813
  
2013, 27 თებერვალი, 21:18
ისედაც დზაან გემრიელია :)
2013, 27 თებერვალი, 21:15
პახმელიაზე მისწრებაა!!!!
0 1 2