შოუბიზნესი შემთხვევა სასტუმრო "რადისონში": რატომ გამოიძახა პატრული საქართველოში სტუმრად ჩამოსულმა ქეთა თოფურიამ? 2013, 27 თებერვალი, 18:20 სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ქეთა თოფურია ესტუმრა. ტრადიციისამებრ ის სასტუმრო "რადისონში" დაბინავდა, დიდი ნომერიც აირჩია, სადაც მეგობრებთან ერთად იცხოვრებდა. 14 თებერვალს, მან დაქალებთან ერთად "უმა თურმანის" კონცერტზე მოილხინა. გართობა არასახარბიელოდ დასრულდა, მან საკმაოდ ძვირადღირებული ბრილიანტის ბეჭედი დაკარგა. მომღერალმა სასტუმროს ადმინისტრაციაც დააწიოკა და პატრულიც გამოიძახა. სამწუხაროდ ბეჭედი ვერავინ იპოვა. ქეთას დაკარგული ნივთის გამო დიდხანს სულაც არ უდარდია, მან პატრულის თანამშრომლებთან სურათიც კი გადაიღო. ქეთას ახლობელი ამტკიცებს, რომ ბეჭედი საკმაოდ ძვირფასი იყო, სავარაუდოდ ეს საჩუქარი ქეთამ საყვარელი ადამიანისგან მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ბეჭდის დაკარგვის გამო სულაც არ შეწუხდებოდაო. მომღერლისთვის ძვირფასი ნივთები დიდი ხანია განსაკუთრებულ ღირებულებას არ წარმოადგენს. სულ ცოტა ხნის წინ ქეთა თოფურია დაქორწინდა. მისი რჩეული მილიონერი ბიზნესმენი გახლავთ. წყვილი ერთმანეთს 3 წლის მანძილზე ხვდებოდა, მოგვიანებით კი გადაწყვიტეს, რომ ურთიერთობა ქორწილით უნდა დაეგვირგვინებინათ. მეუღლე ქეთაზე 12 წლით დიდია. მომღერალი კი ამაში პრობლემას სულაც არ ხედავს, უფროს მამაკაცებთან ურთიერთობა უფრო მიადვილდებაო. "ლევი ისევე ზრუნავს ჩემზე, როგორც ურთიერთობის დასაწყისში-ყვავილები, საჩუქრები და ბევრი ყურადღება! ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მას იუმორის გრძნობა გააჩნია"-გვიამბობს ქეთა. 1687 17-ს მოსწონს 1-ს არა
|