x
image
mak0
ქმრის მიერ სასტიკად დამახინჯებულ გოგონას ქირურგებმა ახალი ცხვირი აჩუქეს!

ბიბი აიშაამერიკელმა პლასტიკურმა ქირურგებმა 19 წლის ავღანელ
გოგონას ცხვირი აღუდგინეს, რომლის გარეშეც ის თითქმის 1 წელი
ცხოვრობდა.
მისი ამბავი შემზარავია: აიშა გაათხოვეს “თალიბანის“ მოძრაობის ბოევიკზე, რომელიც მას აბუჩად იგდებდა და სასტიკად სცემდა. ორი წელი გოგონას ბოსელში პირუტყვებთან ერთად ეძინა, რადგან
სახლში არ უშვებდნენ. 2 წლიანი “თანაცხოვრების“ შემდეგ აიშამ გაქცევა სცადა, მაგრამ ის იპოვეს და უკან დააბრუნეს. თავხედობის სასჯელიც შესაბამისი იყო: ქმარმა საკუთარი ხელით მოაჭრა ცხვირი და ყურები და ქუჩაში მიაგდო.

- ჯოჯოხეთური ტკივილისგან გავითიშე და გონს მხოლოდ გვიან ღამით მოვეგე... ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი და რა ხდებოდა ჩემს თავს... ვერაფერს ვხედავდი, რადგან მთელი სახე სისხლიანი მქონდა, - ამბობს ბიბი აიშა.

აიშა დახმარებას მეზობლებს სთხოვდა, მაგრამ ყველამ უარი უთხრა. მან დიდი გაჭირვებით მიაღწია მშობლების სახლამდე, საიდანაც ამერიკული სამხედრო ბაზის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ორ თვიანი მკურნალობისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის შემდეგ, მას კვლავ დაუბრუნდა სიცოცხლის ხალისი და სიკეთისადმი რწმენა. ექვსი თვის შემდეგ კი შეერთებულ შტატებში
გაემგზავრა.
აიშა ჟურნალ “თაიმის“ (Time) გარეკანზეც მოხვდა, სათაურით “რა მოხდება, თუ ჩვენ ავღანეთს დავტოვებთ”. შეხვდა შეერთებული შტატების ყოფილ პირველ ლედის – ლორა ბუშს. ის ძალიან პოპულარული გახდა, თუმცა ხვდება, რომ ამერიკელებთან მოხვედრა უბრალოდ, გამართლება იყო.
ზოგადად, ასეთი არაადამიანური დამოკიდებულება ქალების მიმართ ავღანეთში ჩვეულებრივი ამბავია, განსაკუთრებით პროვინციებში, რომლებიც თალიბების მიერ არის კონტროლირებადი.
აიშას მკურნალობისათვის შტატებში ფონდი შეიქმნა, მაგრამ გოგონამ გადაწყვიტა, თანხის ნაწილი ავღანეთში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და იმ ქალთა დასახმარებლად დახარჯოს, რომლებიც მასსავით დაზარალებულნი არიან.

სამშობლოში დაბრუნებას აიშა ჯერ არ აპირებს.




2
114
6-ს მოსწონს
ავტორი:mak0
mak0
114
  
2013, 27 თებერვალი, 19:20
გული მეწვება მათ გამო,ასეთი ქალების გამო
2013, 27 თებერვალი, 17:20
საწყალი
0 1 2