კულტურა ერთხელ ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატე, (470-399 ძვ.წ.) შეხვდა ნაცნობს, რომელიც მას ეუბნება: 2013, 26 თებერვალი, 18:29 -სოკრატე, იცი შენს ერთერთ მოსწავლეზე რა გავიგე?
-მოიცადე, სანამ ამას მეტყვი, პატარა გამოცდა უნდა ჩავატარო, რომელსაც ჰქვია "გამოცდა სამმაგი ფილტრით" -სამმაგი ფილტრით? -დიახ, სანამ რამეს მეტყოდე ჩემს მოსწავლეზე, ცუდი არ იქნებოდა, თუ ცოტას დაფიქრდებოდი და გაფილტრავდი იმას, რისი თქმაც გსურს ჩემთვის. პირველი ფილტრი - სიმართლეზე. აბსოლუტურად დარწმუნებული ხარ, რომ რაც უნდა მითხრა სიმართლეს შეესაბამება? -არა, სოკრატე, ამის შესახებ ერთი ნაცნობისგან შევიტყვე და გადავწყვიტე... -ე.ი. შენ ზუსტად არ იცი სიმართლეა ეს თუ არა. მაშინ მოდი გამოვიყენოთ მეორე ფილტრი-სასიამოვნო. რასაც აპირებ, რომ ჩემს მოსწავლეზე მითხრა, -ეს რამე სასიამოვნო ამბავია? -არა პრირიქით... -ე.ი. შენ რაღაც ცუდის თქმა გსურს ჩემს მოსწავლეზე და ზუსტად არ იცი სიმართლეა თუ არა. მაგრამ შენ კვლავ შეგიძლია გამოცდა გაიარო და მომიყვე ეს ამბავი, თუ ის გაივლის მესამე ფილტრს -სასარგებლო. მომიტანს თუ არა ის ამბავი, რაც უნდა მითხრა, სარგებელს? -ალბათ არა... -მაშასადამე, თუ შენ აპირებ, რომ ჩემს მოწაფეზე მომიყვე რაღაც ტყუილი, უარყოფითი და უსარგებლო, მაშინ საერთოდ რა საჭიროა მისი მოყოლა? -დიახ, სოკრატე, როგორც ყოველთვის აბსოლუტურად მართალი ხარ. – __________________________________________________ ამის გამო სოკრატეს თვლიდნენ დიდ ფილოსოფოსად და პატივს სცემდნენ. თუმცა მან მაინც ვერ გაიგო, რომ მისი მოსწავლე პლატონი, მისი ცოლის, ქსანთიპეს, საყვარელი იყო. 355 4-ს მოსწონს
|