x
როგორ გაჩნდა ენები
imageალბათ, გახსოვს კიდევაც, როდის აიღე კალამი და როდის დაიწყე წერა, მაგრამ არ გემახსოვრება, როდის წარმოთქვი "დედა" ან "მამა". ამ პირველი სიტყვებით დაიწყო შენი მეტყველება, ეს კი ნიშნავდა იმას, რომ შენ ადამიანი ხარ და სწორედ მეტყველებამ გაქცია, როგორც მეცნიერები იტყვიან, მოაზროვნე არსებად.აზროვნება დასაბამითვე დაენათლა ადამიანს და იგი უშუალოდ ჩაერთო მის ყოველ მოქმედებაში.შემდეგ, მეტყველების წყლაობით, თანდათანობით აზროვნება პრაქტიკული მოქმედებისაგან შედარებით დამოუკიდებელი გახდა, რამაც ადამიანს შესაძლებლობა მისცა, სამოქმედოდ შინაგანად მომზადებულიყო, წინასწარ დაეგეგმა ესა თუ ის ქმედება და ამ ქმედების შედეგიც განეჭვრიტა.



ეგვიპტის, შუამდინარეთისა და საერთო, უძველესი კულტურის ხალხს სწამდათ, რომ ენა ღმერთება შეუქმნეს.მათი რწმენით, თავდაპირველად დედამიწაზე მოსახლე ყველა ხალხი ერთ ენაზა ლაპარაკობდა.

ბაბილონში(მესოპოტამია) ადამიანებმა დაივიწყეს წარღვნით მოვლენილი სასჯელი და იმდენად გაამაყდნენ, რომ თავი უფალს გაუტოლეს.სიმდიდრით, ძლიერებითა და ბედნიერი ცხოვრებით გამედიდურებულნი მიუღწეველს წაეპოტინნენ-არ ეყოთ დედამიწა და ღმერთთა სამყოფელის, ცის დაუფლებაც განიზრახეს.ამიტო გადაწყვიტეს, აეშენებინათ ცათამბრჯენი გოდოლი და საქმესაც შეუდგნენ.როდესაც ნახა უფალმა, რომ ბაბილონელთა თავხედობა ზღვარს სცდებოდა, მათი დასჯა გადაწყვიტა.

ღმერთმა თავისი 70 ანგელოზი წარგზავნა და უბრძანა: ჩადით, დაყავით ხალხი ჯგუფებად, ყოველ ჯგუფს თავისი ენა მიეცით, რათა ერთმანეთისა არაფერი ესმოდეთო.


ანგელოზებმა ბრძანება შეასრულეს.ერთი ენა უამრავ ენად აირია:მეაგურეს აგურის წამღების ენა არ ესმოდა, აგურის წამღებს-მშენებლის, მშენებელს-მედუღაბისა.

შეიქმნა დიდი უთანხმოება და მტრობა, რის გამოც კოშკის მშენებლები ქვეყნიერების სხვადასხვა კუთხეში გაიფანტნენ, ბაბილონის მზვაობრივი გოდოლი კი დაიქცა.

1
351
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე.ქ
ელენე.ქ
351
  
2013, 28 მარტი, 14:47
ეს საიდან მოიძიე,ვრცლად ბიბლიაში წერია მეგობრებო ;)
0 1 1