x
Joseph Mallord William Turner
ავტოპორტრეტი განთქმული ბრიტანელი რომანტიკოსი პეიზაჟების მხატვარი ვილიამ ტურნერი დაიბადა 1775 წელს. ქალაქ დევონშაიერში. იგი იზრდებოდა ბიძასთან. მისი პირველი ნახატები თარიღდება 1787 წლით, როდესაც იგი სულ რაღაც 12 წლის იყო. მისი სასკოლო რვეული, რომელიც მთლიანად მოხატულია სხვადასხვა პეიზაჟებით დღესაც ინახება და გამოფენილია ბრიტანულ მუზეუმში.

ის იყო 21 წლის როცა დაიწყო თავისი ნახატების გამოქვეყნება. მისი პირველი სურათი “ მეთევზე ზღვაში'' დღეს ინახება ბრიტანეთში - GATE გალერეაში.

მან ბევრი იმოგზაურა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. მან მოიარა საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია, იატალია. მიუხედავად ამისა მას არასდროს დაუკარგავს ინტერესეი თავისი ქვეყნის მიმართ.

ტურნერი ხატავდა ზეთებით და ძირითადად დაინტერესებული იყო სინათლის და ფერების ეფექტებით. მისი ერთ-ერთი ნახატის სათაურიც უსვამს ამას ხაზს. “ სინათლე და ფერი'' ესეთი სახელწოდებით არის ცნობილი ეს ნახატი.


ვილიამი გარდაიცვალა ლონდონში 1851 წელს. მისი სურათები და ნახატები გადაიქცა ბრიტანელი ხალხის საკუთრებად რომელიც უდავოდ დიდ სიმდიდრეს წარმოადგენს ბრიტანელი ხალხისთვის.

ტურნერი აღიარებულია როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უდუიდესი მხატვარი.

image


image

0
28
2-ს მოსწონს
ავტორი:nioradze
nioradze
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0