x
მეტი
  • 03.10.2024
  • სტატია:137407
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511374
მაილი საირუსი – ბიოგრაფია და მისი ჩაცმის სტილი
image









































ახალგაზრდა ვარსკვლავი მაილი საირუსი თინეიჯერების ერთ–ერთი საყვარელი კუმირია. ამერიკელი მომღერალი, მსახიობი, მუსიკოსი, მოცეკვავე და დიზაინერი ფერმაში გაიზარდა ტენესის შტატში, 2001 წელს კი ოჯახი საცხოვრებლად ქალაქ ტორონტოში გადავიდა. მაილის, რომლის ნამდვილი სახელი დესტინი ჰოუპ საირუსია პოპულარობა მალევე ეწვია, 11 წლის ასაკში, 2003 წელს იგი გადაიღო ცნობილმა რეჟისორმა ტიმ ბარტონმა, ფილმში ''დიდი თევზი''. შემდეგ უკვე იყო სერიალი ''ჰანა მონტანა'', რომელის ქასთინგშიც გაიმარჯვა და მთავარი როლი მიიღო. სერიალში მაილიმ რამდენიმე სიმღერა შეასრულა, რომლებმაც დიდი პოპულაროა მოიპოვეს, სწორედ ამან ჩააფიქრა გოგონა მომღერლის კარიერაზე, რაც შემდგომში განახორციელა კიდევაც. როგორც მომღერალს დიდი წარმატება ხვდა წილად, ჩაატარა უამრავი ტურნე და მოიპოვა ჯილდოები, მისი პოპულარობა და საბანკო ანგარიში კი თანდათან იზრდებოდა.

2009 წელს მაილიმ საკუთარი ავტობიოგრაფიული წიგნიც კი გამოუშვა, სადაც აღწერს თავის ბავშვობას და გზას, რომელიც გაიარა წარმატებისკენ. წიგნი გახდა ყველაზე მოთხოვნადი ბავშვებისა და თინეიჯერებისათვის და იქცა ბესტსელერად.

მაილი, რომელიც ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და უკვე ამდენს მიაღწია კვლავ აგრძელებს კარიერულ წინსვლას. როგორც ადამიანი კი იგი უშუალო, მხიარული და მეგობრული ჩანს, იქნებ სწორედ ეს არის მისი წარმატების ერთ–ერთი საიდუმლო. რაც შეეხება მის ჩაცმულობას, ქუჩაში იგი ძირითადად თავისუფალი თინეიჯერული სტილის სამოსით მოძრაობს, მოკლე ჯინსის შორტებითა და მაისურებით, ხოლო წვეულებებზე ზოგჯერ სექსუალური ქალბატონის იმიჯსაც ირგებს.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

imageimageimageimageimageimageimage

image














0
435
5-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
435
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0