x
image
K.P.
ნუკი კოშკელიშვილი შეყვარებულთან დაშორების მიზეზებზე გვიამბობს, როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს ახლა?

imageერთ დროს ძალიან პოპულარულ ნუკი კოშკელიშვილს არ უმართლებს, კარიერულ ჩიხში მოექცა და არც პირადი ცხოვრება აქვს დაწყობილი. ნუკი შეყვარებულს, ოთო მარგოშვილს დაშორდა. წყვილი ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც და საკუთარ გრძნობებზეც ღიად საუბრობდა. რატომღაც ყველაფერი დასრულდა, ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა. ნუკი შეყვარებულთან დაშორების მიზეზებზე საუბრობს: "ზოგჯერ გგონია, რომ კომფორტია როცა გიყვარს და უყვარხარ. ზოგჯერ გგონია, რომ კომფორტია, როცა მარტო ხარ.image ცვალებადია ეს ყველაფერი, ისე როგორც გემოვნება, დღეს ვარდისფერი მოგწონს, ხვალ შეიძლება იისფერი მოგეწონოს. ასეა პირადი ცხოვრებაც-ზოგჯერ ყვავილები და რომანტიკა გიტაცებს, ზოგჯერ კი გირჩევნიათ უბრალოდ კარგი მეგობრები იყოთ". ნუკი ამტკიცებს, რომ ურთიერთობაში მესამე პირი არ ჩარეულა. გავრცელებული ჭორების მიხედვით კი ოთოს და ნინა წკრიალაშვილს ფარული რომანი ჰქონდათ, ნინა ორსულად დარჩა, ნუკიმ კი შეყვარებულს ღალატი არ აპატია.image ჯერ არავინ იცის დევს თუ არა ამ ჭორებში სიმართლის მარცვალი. ნუკი კი ამტკიცებს, რომ ოთო და ნინა ერთმანეთს საერთოდ არ იცნობენ.ახლა ნუკი მხოლოდ სერიალ "შუა ქალაქში" მონაწილეობს. საგრძნობლად იკლო მისმა ფინანსებმაც, მაგრამ ოჯახის წყალობით არაფერი აკლია. სამაგიეროდ მეტი თავისუფალი დრო აქვს, მეგობრებსაც ხშირად სტუმრობს და საკუთარ თავზეც ზრუნავს. ნუკიმ კარგად იცის, რომ ადრე თუ გვიან მისი გადაცემები დაიხურებოდა. რაც ყველაზე მეტად აკლია მაყურებელია. ახლა კი ოცნებობს გასართობი გადაცემა წაიყვანოს და იმედოვნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

0
667
9-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
667
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0