x
image
გაბილა
ვისაც ერთხელ მაინც გაგიშავფონებიათ ავათარი
imageსანამ სტატიის კითხვას დაიწყებდეთ 2 რამ უნდა აღვნიშნო:


1. ავათარი მთავარი ფოტოა და არა ის ლურჯი–ლურჯი ხალხი;


2. არ მაქვს ლაპარაკი სოლიდარობის ნიშნად დაყენებულ შავ ფონზე (ასეთი ბევრი იყო სტუდენტების აქციების დროს).


ჰო.. ესეიგი ლაპარაკი მაქვს იმ შავ ფოტოზე ბევრის შინაგან-სოციალურ განწყობად რომ ქცეულა სოციალურ ქსელებში..



ალბათ ცოტაა ადამიანი ვისაც არ გასჩენია სურვილი კაზიმირ მალევიჩის ცნობილი ტილოს „შავი კვადრატი“–ს მუღამი გაეგო.


თუმცა იმას მუღამიც არ ჰქონია, იმიტომ რომ დახატა და მერე გადაღება. ჰო, ცნობისთვის ეს ფოტოა ის შავი კვადრატი და ზემოთ ფოტო ეგ ავათარია. (ჩვენში დარჩეს და არც მთლად შავია მგონი ეს მალევიჩის შემოქმედება:))

image

მაშ ასე, რატო გვიშავდება ხოლმე ჩვენი ავათარი. პირველ რიგში ალბთ იმიტომ, რომ შავი ისეთია ყველანაირ სინათლეს რომ შთანთქავს და არაფერს აირეკლავს, ყველაფერს იღებს და არაფერს არ გაძლევს...


ასეთ დროს ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ძალიან ბევრი და საერთოდაც არაფერი გავცეთ. და ასეც არის ხოლმე... იმის მაგივრად რომ ზედმეტისგან გავთავისუფლდეთ საერთოდ სარკისებურები გავხდეთ და ყველანაირი მომავალი ინფორმაცია, კარგი თუ ცუდი, ყველაფერი, ყველაფერი ავირეკლოთ, პირიქით ხდება.


შავი, გლოვის, ცუდი ხასიათის, დეპრესიის ყველაზე მარტივი გამომხატველია. (თუმცა ინდოეთში გლოვის ფერი თეთრია).


ეს ყველაზე გენიალური სიმარტივე გამოხატულებაა შემდეგი ტექსტის: არავისთან ურთიერთობა არ მინდა; ახლა ცუდი პერიოდი მაქვს; იქნებ ერთხელ მაინც შემეშვათ ყველანი?;


შავი ფონი ისეთი რაღაცაა ვერაფესაც ვერ მიუწერ კომენტარად ( :) ). არა თუმცა რატომაც არა.


რა მოხდა?:O


რა გჭირს?:O


არაუშავს:*


ზოგჯერ სათქმელიც არაფერია და ლაიქებით გავა ხალხი ფონს.


ორი სიტყვა ავათარზე. ეს ფაქტობრივად შენი სახეა, შენი იმიჯი რითაც ჩნდები ყველა შენს ქმედებაში/აქტივობაში. ფაქტობრივად "პირველია თანასწორთა შორის" იმ თანასწორ სახეებს შორის რომელიც ყველა შენია. (ხშირად შეიძლება ყოყმანს შეუპყრიხარ რომელი გავამთავარფოტოვოო:).


ავათარი ფაქტობრივად მესიჯია, სხვების მიმართ... მიმართ, მიმართული. მისი საშუალებით ხდება შენთან პირველი კონტაქტი, პირველი შთაბეჭდილების მსგავსია მოკლედ.


ხშირად ის ისეთია როგორიც გვინდა იყოს თუ ვიყოთ. თუმცა დგება მომენტები როცა მნიშვნელოვანი ხდება ის იყოს ისეთი როგორადაც აღვიქვამთ ჩვენს თავს, შინაგანი სამყაროს. ანუ შავი, მშთანთქავი და პირქუში.


ეს ყველაფერი ჰო.. ახალი არაფერი მითქვამს ალბათ, მაგრამ ის ხომ ვთქვი რომ ეს მესიჯია, მესიჯია სხვების მიმართ... მიმართ, მიმართული.


ჰო... მეც რაღაც ეგ აზრი მიტრიალებს სულ.


თანაგრძნობას ხო არ ვითხოვ?


კი მაგრამ ისიც ხო ვთქვი ამ სიშავის ერთ-ერთი ქვეტექსტია "შემეშვით, ერთხელ მაინც დამანებეთ თავი ყველამ". და ამასთანავე თანაგრძნობას ვითხოვ? ცოტა პარადოქსულია.


ჰაჰ... "შემეშვით" - "მითანაგრძნეთ"


მმ... რა ტკბილია ვიღაცის თანაგრძნობა თან მაშინ თითქოს არავისთვის რომ არ გითხოვია. გითხოვია? პირიქით უთხარი არ მჭირდებაო.


"ქალურ" ლოგიკას გავს "კი" რო არას ნიშნავს და "არა" კი-ს.


ასე რომ.. მოდით დეპრესიისას გავათეთროთ, გავსარკოთ ავათარი, ავირეკლოთ, ყველაფერი რაც ჩვენკენაა მომართული და ჩვენში შემოძრომა უნდა.


ისე... დეპრესიისგან საუკეთესო გამოსავალი არა დახმარების თხოვნა არამედ სხვისი დახმარებაა-ო. არაფერს ისე არ გამოყავხარ დეპრესიიდან ვიდრე იმას რომ შენ სხვას ეხმარები სხვას სჭირდები, სხვას უმსუბუქებ ცხოვრებას.


თანაგრძნობა ხშირად ჩვენს თავმოყვარეობას ელამუნება.


მორალი: დეპრესიის დროს დააყენე თეთრი ავათარი, რომლითაც აირეკლავ ყველაფერ ზედმეტს და თანაგრძნობის თხოვნის ნაცვლად სხვას უთანაგრძნე.


ჰუჰ...

0
171
2-ს მოსწონს
ავტორი:გაბილა
გაბილა
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0