პოეზია Vნებიანი Vენდეტა 2013, 24 თებერვალი, 19:57
მომაკვდავივით სული მოთმინების ყელიდან ამოსული,
როგორც, უთეჯირო ზღვა, ___ნაპირზე შტორმად გადმოსული,
განწირულების ხვეწნა-მუდარას ყურად რომ არ იღებს...
ისე დაგაცხრები, თეთრი ქორივით და როგორც წიწილას ბუდეში წაგიღებ... ერთი პირობით ____ თუ წიავ-წიავით ___ ტვინს არ წამიღებ!!! მაშინ მეც, თავზე ხელს, აღარ ავიღებ: შენ, ჩემი გული, რომ არ დაინდე და სიყვარულის სისხლი ადინე იმ სისხლს, სისხლითვე ___ აღარ ავიღებ. თუ კი გულის კარს, ნებით გამიღებ და აბრეშუმის თეთრეულშიც ____ ზალპით აგიღებ, იმ ღამის ვნებით ფრთაშესხმული, "ბერძნულ ტროას " – ___ ალყას დავარტყამ და მარტოც ავიღებ.... ბრძოლას რომ მოვრჩები(თ), თუ გული დაგწყდება საყვარელო – __ თავიდან აგიგებ!!! ლაშქრობებს დილამდე, მოგებულ ბრძოლებით, თუ სწორად გამიგებ შენს ყველა ფიასკოს, იცი კარგო? ___ ვერავინ გაიგებს!... ავტორი: ი.ნადაშვილი 40 20-ს მოსწონს 2-ს არა |
"სული ლოცულობს მუხლმოდრეკით,დაუცხრომელი,
ხორცის ვნებისგანს განწირული,დამარცხებული!"