
ნარკოლოგია ალკოჰოლის საიდუმლო 2013, 24 თებერვალი, 13:48
- ეთილის სპირტისგან არყის გარდა მზადდება დენთი, პლასტმასი, სინთეტიკური კაუჩუკი, აცეტონი, ძმრის მჟავა. - ალკოჰოლი ორგანიზმში მოხვედრისას სწრაფად გაიწოვება. ჯერ კუჭსა და ნაწლავებში, ხოლო 5-10 წუთის შემდეგ სისხლში. სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია პიკს დალევიდან 1 საათის შემდეგ აღწევს. ეს თუ ადამიანი მშიერია. სავსე კუჭი ალკოჰოლს გვიან "იღებს". შესაბამისად, სისხლი ალკოჰოლით 1.5-2 საათის შემდეგ გაჯერდება. - ყველაზე "ლოთი" ქვეყანა ირლანდიაა. იქ მოსახლეობის თითქმის 36% ყოველდღე სვამს. მეორე ადგილზეა ფინეთი 25%; რუსეთი 24%-ით მესამე ადგილზე აღმოჩნდა, ხოლო მეოთხე ადგილი, 23 პროცენტით, ინგლისს ერგო. 115 5-ს მოსწონს 1-ს არა
|