x
ევა
მთვარე სევდიან ხელებს იფშვნეტს,

ცა სთვლემს უტიფრად.

შემოძარცვული ჭალა ისევ გაზაფხულს ნატრობს.

გრძელი კაბის ქვეშ შემოგლეჯილ გრძნობებს ვინახავ,


დანისლულ ხეებს ვეფერები და ყინულს ვადნობ.

ელდით დაუვლის ფესვებიდან ჟრჟოლა ძველ მუხას,

თვალებში კრთება ნაპერწკლებად სურვილის ალი,

მინდა დავუნთო დედამიწას ვნების ალმური

ისე მაცდურად, როგორც ევა და როგორც ქალი.

მინდა გაზაფხულს ჩემი სუნთქვით კვირტი გავუთბო

და მობეზრებულ სატრფოსავით გავექცე ზამთარს,

ასე ბიწიერს, მადარებდნენ არამიწიერს,

და მპატიობდნენ ყველა ცოდვას ზაფხულით დამთვრალს.

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:ნიო-ნიო
ნიო-ნიო
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0