სხვა გიგი უგულავა ოფიციალურად ატარებს ბრალდების სტატუსს 2013, 24 თებერვალი, 2:34 თბილისის მერი ოფიციალურად ატარებს ბრალდების სტატუსს, რამდენიმე საათის წინ გიგი უგულავას სისხლის სამართლის ის მუხლები გააცნეს, რომელთა საფუძველზე მას ბრალი წაუყენეს და შესაბამისი დოკუმენტებიც გადასცეს.თავად მერისგან კი დღეს გამოძიებამ ახალი ვერაფერი შეიტყო, ვინაიდან უგულავამ დუმილის უფლება გამოიყენა.ასევე დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობასთან თბილისის მერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა, ხალხი აქ ჯერ კიდევ გიგი უგულავას მისვლამდე შეიკრიბა, და მათ შორის ქუთაისიდან სპეციალურად ჩასული უმცირესობის წევრებიც იყვნენ.გიგი უგულავა დღეს ორი საათი იმყოფებოდა საგამომძიებო უწყებაში და მან კანონით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა. 29 5-ს მოსწონს
|