სხვა მეოცე საუკუნის "სიამაყეები" 2013, 23 თებერვალი, 19:39 ამჯერად მეოცე საუკუნის სამზარეულოს აქსესუარებს შევეხები, უფრო სწორად კი მეტალის ჭიქის ჩასადებებს. სხვათა შორის დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობენ ეს ნივთები. ჭედური ხელოვნება ნელნელა დავიწყებას კი მიეცა, მაგრამ დღესაც არსებობენ ადამიანები, ვინც მეტალს ისე ამუშავებს, რომ ნამდვილ ხელოვნების ნიმუშს ქმნის. მეტალის ჭიქის ჩასადების პირველი დანიშნულება იყო ცხელი ჩაის დალევის დროს არ დასწვოდა ადამიანს ხელი. რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობის დროს საქმაოდ პოპულარული გახდა მისი ხმარება. 1889 წლიდან რუსეთის რკინიგზზე ექსპლუატაციაში შევიდა სამგზავრო მატარებლები, ხოლო 1892 წლიდან მასა საქართველოს რკინიგზაც შეუერთდა. А. Г. Кольчугин XIX საუკუნეში ფლობდა ქარხანას, რომელიც ამზადებდა დანა-ჩანგალს და ჰქონდა 7 მაღაზია Кольчугцветмет. იმ დროინდელი სინები მზადდებოდა ნიკელის, ვერცხლის (გერმანული ვერცხლის), თითბერისა და სპილენძისაგან. ამ ქარხანამ პირველმა დაიწყო მხოლოდ ოქროს, ვერცხლისა და ნიკელის მასიური გამოყენება სინების დასამზადებლად. შემდეგ მან წამოიწყო სხვადასხვა მეტალის ნივთების დამზადება. მან ხარისხისთვის გაპრიალებულ ზედაპირზე დაიწყო თავისი ფირმის გერბის დახატება. ახლა შემოგთავაზებთ ფოტოკოლაჟს ძველი დროის სახალისო ნამუშევრებზე. მეტალის ჩასადებებს ჭიქებისათვის. 120 10-ს მოსწონს 1-ს არა
|