სხვა 10 ფოტო, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა 2013, 23 თებერვალი, 17:54
გამარჯობათ. ამ სტატიაში განახებთ ფოტოებს, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა.
1. იაპონელი მწერალი (პოეტი, დრამატურგი) იუკიო მიშიმა, რომელმაც სიცოცხლე ხარაკირით დაასრულა 2. ერთგული პატრონი მას 3 საათის განმავლობაში ეჭირა ცხენის თავი, მას შემდეგ რაც ის ავსტრალიის სანაპიროზე ტალახში კისრამდე ჩაეფლო. 500 კილოიანი ცხენი, სახელად ასტრო, ტრაქტორის დახმარებით გადაარჩინეს. 3. მილიარდერი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა- Google-ის დამფუძნებელი სერგეი ბრინი მიდის სამსახურში. 4. კიდევ ერთი ფოტო გლაზგოს "სელტიკის" გულგატეხილი გულშემატკივარის, თამაშის შემდგომ უკვე ცარიელ სტადიონზე. გლაზგოს "სელტიკმა" ჩემპიონთა ლიგის ეს თამაში ტურინის "იუვენტუსთან" დათმო ანგარიშით 0:3. ეს ფოტო ძალიან პოპულარული გახდა და მოიცვა ინტერნეტ სამყარო. 2013 წლის 13 თებერვალი. 5. უილ სმიტი მოსკოვში ქართულ რესტორან "გენაცვალეში". "როცა აშშ-ის გენერალურმა მდივანმა კოლინ პაუელმა მირჩია და დაჟინებით მთხოვა, აუცილებლად ვწვეოდი ქართულ რესტორანს, ის ალბათ ქართველი ხალხის ნაციონალური ტრადიციებითა და სტუმართმოყვარეობით იყო აღფრთოვანებული. ამიტომაც მოსკოვში ჩამოფრენისას პირველი, რაც ორგანიზატორებს ვთხოვე, რესტორანში წაყვანა იყო. აქ გატარებულმა საღამომ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. უღრმესი მადლობა უძვირფასესი, თვლებით მოოჭვილი ხანჯლისთვის, კავკასიური ყანწისთვის, რომლიდანაც წითელი ღვინო დავლიე და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გემრიელი ვახშმისთვის." 6. ვიეტნამის ომი: ფოტოზე აღბეჭდილია 19 წლის, დაჭრილი ჯარისკაცი, რომელიც სიკვდილისგან ფერადკანიანმა იხსნა. 7. ჰაიტელი ფეხბურთელი. 8. ტაძარი ვიდარეიდში, ყველაზე ჩრდილო სოფელში, კუნძულ ვიიოიზე, ფარერის კუნძულები. 9. პატარა ბუდისტი ბერი. 10. ორი ამერიკული შტატის ტეხასისა და ლუიზიანას საზღვარზე ულამაზესი სანახაობაა– ეს არის ტბა კადო, რომელიც XIX საუკუნეში რამდენიმე მდინარის ჩაკეტვის შედეგად წარმოიქნმა. 42114 78-ს მოსწონს
|