x
image
ალეკსანრდე 13
თმის საღებავი ონკოლოგიური დაავადებების რისკს ზრდის.

image სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ პრაქტიკულად ყველა ქალს ერთხელ მაინც შეუღებავს თმა ან ყოველთვის იღებავს მას.ასეთმა ვითარებამ მეცნიერების შეშფოთება გამოიწვია.გამოკვლევებით დადგინდა, რომ თმის საღებავები შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების განვითარების პროვოცირებას ახდენენ.


საღებავებში შემავალ ქიმიურ ნივთიერებებს, ცნობილს როგორც მეორადი ამინები, თამბაქოს კვამლთან და ჰაერში შემავალ სხვა შენაერთებთან რეაქციაში შესვლის თვისება გააჩნიათ.რის შედეგადაც ხდება N - ნიტროზომინების ფორმირება, რომლებიც ადამიანისათვის ცნობილ ერთერთ ყველაზე ძლიერ კონცეროგენულ შენაერთს წარმოადგენს.


მეცნიერების განცხადებით, ყველაზე საშიში არის ის, რომ მეორადი ამინები ილექება და რჩება თავის კანზე თვეობით და შეიძლება წლობითაც.რისკის ფაქტორზე გავლენას არ ახდენს საღებავის მწარმოებელი და ის თუ სად მოხდა თმის შეღებვა, სახლის პირობებში თუ ძვირადღირებულ სალონში.


2009 წლის გამოკვლევებით დადგინდა, რომ ქალები რომლებიც წელიწადში 9-ზე მეტჯერ იღებავენ თმას, 60 პროცენტზე მეტით რისკავენ დაავადდნენ ლეიკემიით.ამ გამოკვლევიდან ერთი წლის შემდეგ ევროკომისიამ 22 სახეობის თმის საღებავი აკრძალა.


1
130
6-ს მოსწონს
ავტორი:ალეკსანრდე 13
ალეკსანრდე 13
130
  
2013, 1 მარტი, 14:59
ვაიმეეეე(((((((((
0 1 1