სხვა რომის საუკეთესო სკულპტურები და ნახატები ბორგეზეს კაზინოში 2013, 22 თებერვალი, 23:58 რომის სკულპტურებისა და ნახატების ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია ინახება ე.წ. ბორგეზეს კაზინოში, შენობა ააშენა 1613-1615 წლებში არქიტექტორ ჯოვანი ვაზანციომ კარდინალ ბორგეზეს სპეციალური დაკვეთით. შენობის პირველ სართულზე მოთავსებულია (8 დარბაზი) მუზეუმი, რომელიც მოიცავს ბერნინის და კანოვას მრავალ უნიკალურ შედევრებს. მეორე სართულზეა 12 დარბაზისგან შემდგარი გალერეა ( ბოტიჩელი, ანდრეა დელ სანტო, ლორენცო ლოტო, კარავაჯო და ა.შ.). 66 4-ს მოსწონს
|