x
მეტი
  • 24.01.2022
  • სტატია:116395
  • ვიდეო:353124
  • სურათი:490251
პუტინის ცოლი ორსულად ყოფილაო !!!

imageშვიდი თვის ორსული ლუდმილა პუტინა გამოკვლევებს ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის კლინიკაში, მიუნხენში იტარებს.
ხმები იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინის მეუღლე ორსულადაა, დადასტურდა. ფედერაციის საბჭოს წარმომადგენელმა, ვალენტინა მატვიენკომ, რადიოსადგურ Серебряный Дождь-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 54 წლის ლუდმილა პუტინა გერმანიაში იმყოფება, სადაც მშობიარობისათვის მოსამზადებელ გამოკვლევებს იტარებს.
„ლუდმილა ალექსანდროვნა თავს კარგად გრძნობს, ბოლოს 4 მარტს ვნახე. მაშინ იხუმრა, რომ თუ კიდევ გოგონა შეეძინება, მეუღლე გაეყრება და მართლა მოიყვანს იმას, ვისზეც ყვითელი პრესა უკვე დიდი ხანია ლაპარაკობს - ალინა კაბაევას.“

სხვათა შორის, ვალენტინა მატვიენკომ თავი შეიკავა და არ უპასუხა კითხვას ბავშვი გოგონაა თუ ბიჭი. თქვა მხოლოდ ის, რომ იცის ბავშვის სქესი, მაგრამ პრესისათვის გამხელა აუკრძალეს.

კლინიკის მეან-გინეკოლოგი, პროფესორი კლაუს ფრისე აცხადებს, რომ Frau Putin 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშაა და დედის ჯანმრთელობას, ასაკის მიუხედავად, საფრთხე არ ემუქრება.

ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი, კი მომავალი პირველი ლედის ორსულობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. მან მხოლოდ დაადასტურა ფაქტი, რომ ლუდმილა პუტინა მიუნხენის კლინიკაში იმყოფება.

შეგახსენებთ, პუტინს ორი ქალიშვილი 1985 წლის 28 აპრილს დაბადებულ მარია და 1986 წლის 31 აგვისტოს დაბადებული ეკატერინა ჰყავს.

0
7214
4-ს მოსწონს
ავტორი:ტოპი
ტოპი
7214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0